სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მიზნის მიღწევაში izrune.ge დამეხმარება“ - ლიდერი მოსწავლე
27-01-2020
-
+


2020 წლის პირველი შემაჯამებელი ტესტი პირველმა გაიარა, თუმცა ამის შესახებ ახლახან შეიტყო. ქალბატონი თამარ შაღაშვილი მეოთხე კლასელი მარიამ ფაშურიშვილის მშობელია, რომელიც ემოციებს ვერ მალავდა შვილის წარმატების გამო, მარიამმა კი, რომელიც თბილისის N173 სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეა, გვითხრა, რომ მიღწეული შედეგით დაკმაყოფილებას არ აპირებს, რადგან სწავლა ძალიან უყვარს. არადა, გაკვეთილების, იზრუნეს ტესტირებისთვის მომზადებას, ცურვასა და სიმღერაზე სიარულს დრო და მონდომება სჭირდება. თამაშიც ხომ უნდა - ცხრა წლის გოგოს სახლში 4 წლის დაიკო და 9 თვის ძამიკო ჰყავს, რომლებიც მისგან სიყვარულსა და ყურადღებას ითხოვენ.

მარიამი კი ყველაფერს ასწრებს, ერთია მხოლოდ - მეგობრებთან სათამაშოდ ნაკლებად იცლის, თუმცა როგორც გვითხრა, ეს არაა პრობლემა, რადგან თამაშზე მეტად სწავლა უყვარს:

მარიამ ფაშურიშვილი: „სწავლა უფრო მიყვარს, ვიდრე თამაში, ამიტომ მეცადინეობასა და წიგნების კითხვას დიდ დროს ვუთმობ. ეს თანატოლებთან ურთიერთობას არ მიშლის, უბრალოდ მათთან სახლში ხშირად სტუმრობას ვერ ვახერხებ, დაბადების დღეებს კი ყოველთვის ვულოცავ.

კიდევ ცურვაზე და სიმღერაზე დავდივარ, „იზრუნეს“ ტესტებისთვის ვემზადები - ყველაზე მეტად მიხარია, როდესაც კითხვები მათემატიკას ეხება. ასევე ვკითხულობ სხვადასხვა წიგნს და ძალიან მინდა, ინგლისურის მასწავლებელი გავხდე. ინგლისური ძალიან კარგად ვიცი და მგონი, დედიკო არ იქნება წინააღმდეგ მეც მასავით, მასწავლებელი რომ გამოვიდე. ვფიქრობ, მიზნის მიღწევაში izrune.ge დამეხმარება“.

მარიამის დედიკო კი, თამარ შაღაშვილი, თავად პედაგოგია, რომელმაც ჩვენს რამდენიმე კითხვას სიამოვნებით უპასუხა:

- ასეთ პროექტებში ბავშვის ჩართულობა, ვფქრობ, მნიშვნელოვანია, რადგან ეს დიდი მოტივაციაა, კონკრეტულად, ჩემი შვილისთვის; izrune.ge-მ უბიძგა მას, მეტი ეკითხა და ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა, შემაჯამებელი ტესტის დღე იქნება თუ წიგნიერების, მარიამს ყოველთვის დიდი მოლოდინი აქვს „იზრუნეს“ ტესტირებისგან... უხარია, თავის შედეგებს რომ ნახულობს. თუ რაღაცას სწორად ვერ პასუხობს, ცდილობს, დაიმახსოვროს, მოიძიოს მეტი ინფორმაცია, იმუშაოს საკუთარ თავზე...

- არადა, ახლანდელ თაობას თანამედროვე ტექნოლოგიები უფრო მოსწონს, ვიდრე წიგნები.

- არ ვიცი, როგორ მოვახერხე, მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი, ჩემი შვილი არ ყოფილიყო ინტერნეტმიჯაჭვული. შეიძლება ითქვას, მარიამი ერთ-ერთია, ვისაც არ აქვს დიდი ინტერესი სოციალური ქსელების მიმართ, ძალიან უყვარს კითხვა და ბევრი წიგნი აქვს წაკითხული... ასე რომ, ძალდატანება არც დამჭირვებია, მისგან წამოვიდა დიდი სურვილი და ინტერესი, ჩართულიყო პროექტში. გარდა ამისა, izrune.ge-ს ტესტირება მარიამისთვის იყო საშუალება, წაკითხული კლასგარეშე ლიტერატურიდან მიღებული ცოდნა გამოეყენებინა და ერთგვარად, გამოეცადა კიდეც საკუთარი თავი.

- ქალბატონო თამარ,  დიდი პასუხისმგებლობაა, იყო მასწავლებლის შვილი, თუმცა ასეთი წარმატებული შვილის დედობაც არაა ალბათ ადვილი.

- რა თქმა უნდა... როგორც ბავშვისთვისაა გარკვეული პასუხისმგებლობა, როცა მშობელი მასწავლებელია, ასევე უდიდესი პასუხისმგებლობაა, ჩემი შვილი იყოს სათანადოდ მომზადებული, კარგი მოსწავლე და სასიამოვნოა, როდესაც აქებენ მას, არა იმიტომ, რომ მასწავლებლის შვილია, არამედ ზოგადად. მშობლისთვის საამაყოა, როცა ხედავს, ბავშვი მონდომებულია, კარგად სწავლობს, არის ორგანიზებული.

მარიამი სერიოზული ბავშვია, სხვაგვარად უყურებს სამყაროს. არც დამჭირვებია თქმა, აი, მე სკოლაში ვარ და ამიტომ მუდმივად უნდა ვიამაყო შენით. თავისთავად, იცოდა როდის, როგორ უნდა მოქცეულიყო. სკოლაში არ დადიოდა, თუმცა სამსახურში ხშირად მიმყავდა და ალბათ ამ ყველაფერმა იმოქმედა. ძალიან ვამაყობ, რომ მარიამი ჩემი შვილია!

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

კურსდამთავრებულისთვის ყალბი დოკუმენტის დამზადების ბრალდებით, სასწავლებლის კოორდინატორი დააკავეს - სუს-ი

იცვლება თუ არა ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადები და უმაღლესების კვოტირებები - ოფიციალური განმარტება

„სასკოლო ფორმების დიზაინი დადასტურებულია„“ - ფასსა და სხვა დეტალებზე ზვიად გაბისონია საუბრობს

 შეფასების ახალი მექანიზმი შემუშავდება - მინისტრის ბრძანება სკოლებს ეხება

რამდენით მეტი აბიტურიენტიც ჩაირიცხება, იმდენით ნაკლები ადგილი იქნება მომავალ წელს - რას ითვალისწინებს ეროვნული გამოცდების წესში ცვლილება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელი სპეთის საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი​ ნინო ჭიტაძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება