სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ მოსწავლეებს საკუთარი თავის რწმენას მატებს“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ეტაპი ჩატარდა
24-01-2020
-
+


23 იანვარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატეტალონისშიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ტური 13 თებერვალს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა:


რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი

„ძალიან მაღალი აქტიურობა იყო. სკოლების ჩართულობა და მოსწავლეთა მოტივაციაც ასევე - მაღალი. იმედი გვაქვს, რომ შედეგებიც ადეკვატური იქნება. სკოლებში აშკარად იგრძნობოდა გამოცოცხლება. „ეტალონი“ სწავლის მოტივაციას უმაღლებს მოსწავლეებს, ასევე საკუთარი თავის რწმენას და გამარჯვების იმედს. ეს ყველაფერი კი მოსწავლეებისთვის, ამ ასაკში, ყველაზე მნიშვნელოვანია“.

მერიის წარმომადგენელი მაიზერ ცელაძე:

„უკვე რამდენიმე წელია „ეტალონი“ ნიჭიერ ბავშვებს წარმოაჩენს და ხელს უწყობს მათ. ოზურგეთი ყოველთვის აქტიურად არის ჩართული ამ ჩემპიონატში და წელსაც გამოირჩეოდა ბავშვების ჩართულობით. მოსწავლეების მხრიდან დიდი ინტერესია, იმაზე მეტმა გამოთქვა მონაწილეობის სურვილი, ვიდრე ველოდით. არის ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა, რომლებსაც უხარიათ „ეტალონის“ ჩემპიონატში მონაწილეობა“.

ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ კალანდაძე:

„ძალიან კარგად ჩავატარეთ პირველი ტური. „ეტალონი“ მოსწავლეებს აძლევს საშულებას, გაანალიზოს ის ცოდნა, რომელიც მიღებული აქვთ, ასევე იგებენ, რა უნარები აქვთ განვითარებული. კითხვები საგნების მიხედვითაა. მოსწავლეები აანალიზებენ, სად ჰქონდათ „ჩავარდნა“ - რა გააკეთეს, რა ვერ გააკეთეს. ეს პროექტი ბავშვებს სითამამეს სძენს, იმიტომ რომ არასტანდარტულ გარემოში ამჟღავნებენ ცოდნას. ვთვლი, რომ ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია“.

ეტალონისპედაგოგი მაია გოგოტიშვილი:

„როგორც სხვა წლებში, ახლაც მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი ტესტებს, განსაკუთრებული სირთულეები არ ჰქონიათ. ზოგადად, საინტერესო გარემო იყო შექმნილი“.

ლაითურის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა გაბეჩავა:

„მოსწავლეები კმაყოფილები არიან პირველი ტურით, უმრავლესობისთვის არ იყო ძალიან რთული. მოტივაციისთვის კარგი საშუალება იყო, ბავშვები პასუხისმგებლობით და სერიოზულად მუშაობდნენ. „ეტალონის" პირველ ტურში ჩვენი სკოლიდან 70-მდე მოსწავლე მონაწილეობდა".

ეტალონისპედაგოგი ხათუნა კიწმარიშვილი:

„ბავშვების ჩართულობა ჩემპიონატში იყო მაღალი. მოსწავლეებს აინტერესებთ „ეტალონი“. წელს პირველად ჩაერთო მე-8 კლასი და მათში დიდი ინტერესი გამოიწვია. ისინი განსაკუთრებული ენთუზიაზმით ჩაერთვნენ და სამომავლოდ აქვთ უკეთესი შედეგის მოლოდინი. „ეტალონი“ მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს და აძლევს საშუალებას, რომ უფრო მეტად დაუბრუნდნენ წიგნს. ვფიქრობ, ყველაზე კარგი ესაა. ასევე ეჩვევიან დამარცხებასაც და გამარჯვებასაც“.

 შემოქმედის საჯარო სკოლის „ეტალონისპედაგოგი ნუნუ ლესელიძე:

„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართულობა ყოველთვის დიდია, ძალიან მოსწონთ ბავშვებს და ინტერესი ძალიან მაღალია. სამწუხაროდ, რამდენიმე მოსწავლე ავადმყოფობის გამო ვერ მონაწილეობდა. ეს პროექტი კარგია, იმიტომ რომ მოსწავლეები აკეთებენ თვითშეფასებას, რწმუნდებიან საკუთარ უნარებში​, ზოგს მოტივაცია უმაღლდება. შეკითხვები არის ძალიან საინტერესო, სააზროვნო, მარტო სასკოლო პროგრამულ ცოდნაზე არ არის დამყარებული. ხვდებიან ბავშვები, რომ ზოგადი განათლება საჭიროა, ასევე საჭიროა კითხვა და სხვა ინფორმაციის მოძიება. ეს ძალიან უწყობს ხელს ცოდნის ამაღლებას და ჩვენც კმაყოფილები ვართ, იმიტომ რომ მოსწავლეები ცდილობენ, კარგი შედეგები ჰქონდეთ“.

ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ფატი სიორიძე: 

„მოხიბლული ვარ „ეტალონით“ და „იზრუნეს“ ტესტებით. პირველ ტურზე ჩემი სკოლიდან 96 ბავშვი მონაწილეობდა. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ „ეტალონის“ ჩემპიონატიდან ბავშვი ამოწმებს საკუთარ თავს საგნობრივი ცოდნით, ზუსტად ხვდებიან სად უჭირთ, სად რა დონეზე არიან, რომელ საგანში უფრო სჭირდებათ მეტი მომზადება. შედეგები გამოიკვეთა, გავაანალიზეთ ტესტები და ძალიან კმაყოფილი ვარ. ბევრმა ბავშვმა მიიღო საკმაოდ კარგი ქულა, დარწმუნებული ვარ, თავისი რეიტინგით მეორე ტურში მოხვდებიან. „ეტალონის“ ყველა პროექტით და განსაკუთრებით თანამშრომლობით მოხიბლული ვარ“. 

ეტალონისპედაგოგი ნანა ჩავლეშვილი:

„ბავშვებს ტესტები მოეწონათ. მართალია, უკეთეს შედეგებს ველოდით, მაგრამ ეს მათთვის გამოცდილებაა. იმედია, შემდეგში უფრო მობილიზებულები იქნებიან და გაუმჯობესებული შედეგი ექნებათ. „ეტალონი“ მოსწავლეებს ეხმარება ზოგადი განათლების მიღებაში".

გურიანთის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა შარაძე:

„28 ბავშვი იყო ჩართული პირველ ტურში. მოსწავლეები მუშაობდნენ დამოუკიდებლად, ცალ-ცალკე ოთახებში და ყველას თავისი ზედამხედველი ჰყავდა. რაც შეეხება თემატიკას, ეს იყო პროგრამული მასალა და მათი ასაკობრივი ჯგუფზე ზუსტად იყო გათვლილი".

„ეტალონის“ პედაგოგი დარეჯან გაბუნია:

„ბავშვები კმაყოფილები დარჩნენ, შედეგებიც კარგი იყო. მოსწავლეების მხრიდან დაინტერესება იყო და ძალიან განიცდიდნენ, ემოციურად ელოდებოდნენ, თუ როგორი ტიპის ტესტი იქნებოდა. სავარაუდო საკითხების მიხედვით წინასწარ ვიმუშავე ბავშვებთან. ყველა კმაყოფილი ვართ, მცირეკონტიგენტიანია ჩვენი სკოლა, მონაწილეობა კი 28 ბავშვმა მიიღო. 

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მაია თავართქილაძე:

„ჩვენ „ეტალონთან“ ურთიერთობის დიდი გამოცდილება გვაქვს. პირველ ტურში საუკეთესო მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. დიდი ინტერესი იყო, იმ დღესვე გასწორდა შედეგები. ტესტირება საინტერესო გარემოში მიმდინარეობდა. იმედი გვაქვს, ბევრი გადავა შემდეგ ტურში, რადგან მართლაც კარგი შედეგები გვაქვს. ყველაზე მაღალი ქულა 85 დაიწერა.“

ეტალონისპედაგოგი მანანა გობრონიძე:

„არაჩვეულებრივი მონდომებით და მობილიზებით ჩატარდა პირველი ტური, 30-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა, ყველას აქვს მეორე ეტაპზე გადასვლის სურვილი. შედეგებიც საკმაოდ მაღალი გვაქვს - ბევრი 80 ქულიანი გვყავს, ასევე 70 და 75 ქულიანები. ჩვენთან ყოველთვის ძალიან დიდი ინტერესით მიმდინარეობს „ეტალონი“. ყველაზე კარგი რაცაა - თავად ბავშვები გადიან მოსამზადებელ პერიოდს, კლასში ატარებენ შიდა კონკურსს და შედარებით ძლიერები ჯგუფურად მეცადინეობენ ხოლმე, ძალიან მიხარია მოსწავლეების შედეგები.“

სილაურის საჯარო სკოლის დირექტორი ბადრი ლომაძე:

„სამწუხაროდ, მსურველების ნახევარმა შეძლო  მონაწილეობის მიღება ვირუსის გამო.  პირველმა ეტაპმა საინტერესო გარემოში ჩაიარა. ვფიქრობ, გადალახავენ ზღვარს. ბავშვები, ზოგადად, ბევრ რამეს არიან მოკლებულნი, მხოლოდ ტელეფონზე არიან დამოკიდებულნი. ასეთი კითხვები და თემები, გამოცდის ასეთი ტიპი და ცხოვრებისთვის მზაობა - ეს ყველაფერი კარგია ბაშვებისთვის. ისინი ინტერესით ელოდებიან შედეგებს. ჩვენ ყოველთვის ვითანამშრომლებთ „ეტალონთან“.

ეტალონისპედაგოგი დინა მორჩილაძე:

„მოსწავლეები დიდი ინტერესით ელოდებოდნენ ტესტებს, კარგად ჩაიარა ყველაფერმა, შედეგებიც კარგია. ბავშვები აქტიურად არიან ხოლმე ჩართული „ეტალონში“. ეს პროექტი მოსწავლეებს ეხმარება ლოგიკურ აზროვნებაში, უფრო მეტს სწავლობენ.“

ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა გაგუა:

„ბავშვები მოტივირებულები იყვნენ, რამდენიმე მასწავლებელი ადევნებდა თვალს. „ეტალონი“ მოსწავლეებს ეხმარება თვითშეფასებაში, ცოდნის დაგროვებაში, უნარების განვითარებაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბავშვს ემატება თვითშეფასება, როდესაც შემდეგ რეიტინგში ნახულობენ საკუთარ ადგილს, თვითრწმენა უმაღლდებათ, თუ რამე ვერ გააკეთეს, დასკვნები გამოაქვთ, ცდილობენ, რაც არ იცოდნენ, მოიძიონ ტესტირების შემდეგ აზრებს ცვლიან და ესაც ძალიან მნიშვნელოვანია“.

ეტალონისპედაგოგი ნუნუ ბასილაშვილი:

„ბავშვები ძალიან მოტივირებულები იყვნენ, მოეწონათ ტესტები, ზოგიერთს რთულად არ მოეჩვენა. ვფიქრობ, რაც უფრო აქტიურად იქნებიან ჩართული ასეთ ღონისძიებებში, მოტივაცია უფრო აუმაღლდებათ“.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება