სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რა არ უნდა თქვას მასწავლებელმა არასოდეს?! - აკრძალული ფრაზების ხუთეული პედაგოგებისთვის
21-02-2020
-
+


მასწავლებლები არ არიან სრულყოფილები. ისინი შეცდომას უშვებენ, ხანდახან არასწორადაც იქცევიან, ზღვარს გადააჭარბებენ, ფოკუსს კარგავენ და ა.შ. ეს ადამიანის ბუნების ნაწილია.

თუმცა არსებობს დეტალები, რაც ყველა მასწავლებელემა უნდა გაითვალისწინოს. ასე მის მიერ წარმართული სასწავლო პროცესი უფრო ეფექტური იქნება და დამანგრეველ შეცდომებსაც თავიდან აიცილებს.

5 რამ, რაც მასწავლებელმა არასდროს უნდა თქვას: 

  • „არ მანაღვლებს, მოსწავლეებს მოვწონვარ თუ არა“
მასწავლებელს უნდა ანაღვლებდეს, მოსწავლეებს მოსწონთ თუ არა. მასწავლებლობა ურთიერთობაა და არა მხოლოდ სწავლება. მოსწავლეებს თუ არ მოსწონხართ და თქვენი არ სჯერათ, ჩათვალეთ, რომ მათი სწავლებისთვის განსაზღვრულ დროს ეფექტურად ვერ გახარჯავთ.

  • „შენ ამას ვერასოდეს გააკეთებ“
მასწავლებელმა მოსწავლე უნდა გაამხნევოს და მის ოცნებებს არ უნდა ანგრევდეს. ბავშვებს მომავალს ვერ უწინასწარმეტყველებთ, მაგრამ მომავლისკენ კარი უნდა გაუღოთ. თქვენ მოსწავლეებს წარმატების გზა უნდა აჩვენოთ და არ უნდა უთხრათ რომ იქამდე ვერასოდეს მიაღწევენ.

  • „ზარმაცი ხარ“
მოსწავლეებს ხშირად თუ ეუბნებით, რომ ზარმაცები არიან, ისინი ნელ-ნელა მართლაც უფრო გაზარმაცდებიან. მოსწავლეებს ზარმაცის იარლიყს აკრავთ მაშინ, როდესაც მათი მოტივაციის ნაკლებობის რეალური მზეზი სულ სხვა შეიძლება იყოს, ვიდრე ეს უბრალოდ სიზარმაცეა. ამიტომ მასწავლებელმა მოსწავლის სიზარმაცის რეალური მიზეზი უნდა გამოიკვლიოს და პრობლემების გადალახვაში დაეხმაროს.

  • „სულელური შეკითხვაა“
მასწავლებელი უნდა ცდილობდეს მოსწავლის ყველა შეკითხვას უპასუხოს. მოსწავლემ კლასში თავი კომფორტულად უნდა იგრძნოს და შეკითხვის დასმა არ უნდა რცხვენოდეს. როდესაც მასწავლებელი მოსწავლის შეკითხვას არ ან ვერ პასუხობს, ეს მთელი კლასის მოტივაციაზე უარყოფითად მოქმედებს. შეკითხვების დასმა მნიშვნელოვანია, რადგან ეს მასწავლებლებისთვის გაცემული ცოდნის უკუკავშირია. მასწავლებლები ხედავენ მოსწავლემ რა გაიგო და რა ვერა.

  • „ამაზე უკვე ვისაუბრე, დროულად მოგესმინა“
გახსოვდეთ, არცერთი მოსწავლეც კი არ არის ერთნაირი. ისინი ყველაფერს განსხვავებულად ითვისებენ. ზოგიერთმა მოსწავლემ შესაძლოა უფრო დეტალური ახსნა-განმარტება მოგთხოვოთ, ვიდრე სხვებმა. მასწავლებლის უმთავრესი მიზანი უნდა იყოს დარწმუნდეს, რომ ახსნილი მასალა ყველა მოსწავლემ გაიგო.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება