სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

შალვა ამონაშვილის 35 მიმართვა პედაგოგებს
25-02-2020
-
+


აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი მასწავლებლებში პოპულარობით სარგებლობს. მისი ჰუმანური და სრულიად თანამედროვე მიდგომები კოლეგებისთვის მისაბაძიც ხდება.

გაეცანით, ბავშვთა ფსიქოლოგისა და პედაგოგის - შალვა ამონაშვილის რჩევებს პედაგოგებისთვის:

  • ახალ სამყაროში ახალი ბავშვები არიან, პედაგოგიკა კი მოძველებულია;
  • გაკვეთილი - ეს არის შუქი, რომელიც ეხმარება ბავშვს გაიკვალოს გზა, გაერკვეს ცხოვრების სირთულეებში;
  • მასწავლებელი არის ის, ვინც ეძებს და თავად სულ გზაშია;
  • თუ მასწავლებელს არ მოუნდა, რომ უკეთესი გახდეს, მას ვერ აიძულებ;
  • ბავშვის გაზრდა შეუძლია მას, ვინც თვითონაც იზრდება!
  • გყავთ კლას­ში ცელ­ქი, მო­უს­ვე­ნა­რი ბავ­შვე­ბი? ის მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა სა­უ­კე­თე­სო, რო­მე­ლიც ზუს­ტად ასეთ ბავ­შვს და­ა­ყე­ნებს სა­კუ­თარ ბი­ლიკ­ზე, თავს შე­აყ­ვა­რებს და მისი ცხოვ­რე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა და თუ გული გიძ­გერს და ხარ ადა­მი­ა­ნი, არ შე­იძ­ლე­ბა ასეთ ბავ­შვს ხელი ჰკრა!
  • ყვე­ლა ბავ­შვს უნდა დი­დო­ბა, გან­ვი­თა­რე­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა;
  • დღე­ვან­დელ­მა სკო­ლამ „აღ­ზრდა“ გა­მო­ა­ძე­ვა სკო­ლი­დან, დარ­ჩა მხო­ლოდ „სწავ­ლე­ბა“;
  • სა­კუ­თარ თავ­თან მი­იყ­ვა­ნეთ ბავ­შვე­ბი, გაკ­ვე­თი­ლე­ბის გარ­და ისიც ჰკი­თხეთ, რა უყ­ვარს, რა უხა­რია, რას გრძნობს, რა ხდე­ბა მის სულ­ში;
  • ბავ­შვს ყო­ველ­დღე სა­ჩუქ­რად მი­არ­თვით გაკ­ვე­თი­ლი, გა­ა­ო­ცეთ, შე­აყ­ვა­რეთ თავი;
  • ბავ­შვთან ურ­თი­ერ­თო­ბის ერ­თა­დერ­თი გზა - მე­გობ­რო­ბაა!
  • თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შვის­თვის მას­წავ­ლე­ბე­ლი უნდა იყოს თავ­შე­სა­ფა­რი, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი, მე­სა­ი­დუმ­ლე, მე­გო­ბა­რი, დამ­ცვე­ლი;
  • ყო­ველ­თვის გახ­სოვ­დეთ და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლის ეს სი­ტყვე­ბი და ეცა­დეთ, რომ თქვენ­მა ყვე­ლა მოს­წავ­ლემ იცო­დეს: „ვინ არის, სი­დამ მო­სუ­ლა, სად არის, წავა სა­დაო“;
  • ერთი მასწავლებელი ყველას ელოდება ცხოვრებაში, ყველა ადამიანს უნდა შეხვდეს თავისი მასწავლებელი ცხოვრებაში და არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა — იპოვეთ თქვენი მოსწავლე!
  • თუ ორიანს წერ და ხელი არ გიკანკალებს, არ განიცდი და ისე მოხაზავ, არ ვარგიხარ მასწავლებლად!
  • მასწავლებელო, ისწავლე თვალებით აღზრდა!
  • ეცადე შენეული შტრიხი მოხაზო მოსწავლეში, რომ ამაღლდეს საკუთარ თავში;
  • ბავშვებს დღეს გადარჩენა უნდათ, ისინი შველას ითხოვენ თქვენგან;
  • ადამიანი, რომელიც ეძებს გზას ღმერთისკენ, ის არის ჰუმანური და აღზრდის ჰუმანურ თაობას;
  • პატივი ეცი ბავშვის უცოდინრობას და გაუკვალე მას გზა!
  • ყო­ვე­ლი ბავ­შვი არის მოვ­ლე­ნა, რო­მელ­საც აქვს სა­კუ­თა­რი მი­სია ამ­ქვეყ­ნად და ის უნდა მი­ვი­ღოთ, რო­გორც მოვ­ლე­ნა;
  • ბავშვს ეპატიება უცოდინრობა, გაზრდი, ასწავლი, გამოასწორებს… განა ცოტაა დღეს სკოლაში ოროსანი, მით უფრო სამოსანი მასწავლებელი? რომელიც საკუთარ თავსაც პატივს სცემს და სხვებისგანაც ითხოვს პატივისცემას? მაშ, რად არ პატიობთ მოსწავლეს ოროსნობას?!
  • ბავშვი უსაზღვროა თავის შესაძლებლობებში და უნდა ვეძებოთ ის გზა, რომ მისი უსაზღვროება არ ჩავკეტოთ;
  • ცოდნა მკვდარი ნივთიერებაა, არც კარგია და არც ცუდი, გააჩნია ვის ხელში მოხვდება. ამიტომ, ასწავლეთ ბავშვებს არა მხოლოდ საგანი, არამედ ჰუმანურობა, კეთილშობილება და შემდეგ მიეცით ცოდნა!
  • მოვიდა ახალი თაობა, პედაგოგიკა ძველია. ახალი ღვინო კი ძველ ტიკებს დახეთქავს!
  • ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ სა­კუ­თარ ჩაც­მუ­ლო­ბას, დგო­მის პო­ზას, სა­უბ­რის ტონს, ჟეს­ტებს, მი­მი­კებს. ბავ­შვე­ბი ყვე­ლა­ფერს ამ­ჩნე­ვენ, თქვენს თი­თო­ე­ულ მოქ­მე­დე­ბას;
  • რამდენი ბავშვიც გყავს, იმდენი გაკვეთილი უნდა გქონდეს თავში, როცა კლასში შედიხარ!
  • ჩვენ სკოლიდან ღმერთი გავაძევეთ! მასწავლებელს ვეკითხებით, როგორ სწავლობს ჩვენი შვილი. არადა, უნდა ვეკითხებოდეთ, როგორი ადამიანი იზრდება ჩემი შვილი?
  • თუ ბავშვის სიყვარული ვერ დაიმსახურე, გაკვეთილს ვერ ჩაატარებ!
  • უსიყვარულოდ სკოლაში ნუ წახვალ! შეიყვარე ბავშვი. თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ წახვალ სკოლაში!
  • თუ მასწავლებელს მოთმენის უნარი არ აქვს, ნუ შევა სკოლაში!
  • დაუკმაყოფილეთ ბავშვს დიდობის მოთხოვნილება და მოიპოვებთ მის ნდობას;
  • არ დადგეთ არც ერთ ბავშვზე მაღლა! იყავით მისი თანატოლი!
  • თუ თქვენს გაკვეთილებზე ბავშვს ვერ უგებთ, მაშინ თქვენ არ ხართ სანატრელი მასწავლებელი!
  • გახსოვდეთ, რომ კლასიკური პედაგოგიკა ჰუმანურია!

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

მათ თავიანთ დამრიგებლებთან ერთად სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს პატარა ხელებით შექმნილი სილამაზე და დიდი სიყვარულით გაფერადებული შემოდგომა
 
„დაე, თითოეული ნერგი ჩვენი ბავშვების ბედნიერი მომავლის, კეთილი საქმეებისა და მშობლიური სკოლის სიყვარულის სიმბოლოდ იქცეს„
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება