სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

9 შეცდომა, რომელიც მასწავლებელმა და მაძიებელმა გასაუბრებაზე არ უნდა დაუშვათ
16-01-2020
-
+


გასაუბრება თქვენი დროა, რომ ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინოთ. თუმცა უნდა იცოდეთ, რას უნდა აარიდოთ თავი, რომ პოტენციურ დამსაქმებელზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ.

„ეტალონი“ გაგაცნობთ 9 შეცდომას, რომლებიც მასწავლებლებმა გასაუბრებაზე არ უნდა დაუშვათ:

დიდხანს ლაპარაკი

თქვენ შეიძლება ის ადამიანი ხართ, ვინც ბევრს ლაპარაკობს, როცა ნერვიულობს ან შეიძლება ძალიან მოინდომოთ, რომ თქვენ შესახებ მაქსიმალურად ბევრი გააგებინოთ დამსაქმებელს, თუმცა, გახსოვდეთ, რომ ეს ყოველთვის სასარგებლო არ არის. უმჯობესია გასცეთ დამაჯერებელი პასუხები და ისაუბროთ მხოლოდ იმაზე, რასაც გეკითხებიან. არ დაგავიწყდეთ, რომ ადამიანებს, რომლებიც თქვენ გესაუბრებიან, ამას მხოლოდ თქვენთან არ აკეთებენ და მათთვის ზედმეტი საუბარი საკმაოდ დამღლელია, რაც არც თქვენზე იმეტყველებს კარგად.

დათანხმება

იმის გამო, რომ დამსაქმებელს თავი მოაწონოთ, საჭირო არ არის, მათ ყველაფერში დაეთანხმოთ. შეიძლება გასაუბრებაზე სპეციალურად გკითხონ რაღაც ისეთი, რითაც გამოგცდიან, რამდენად დამყოლები იქნებით. ამიტომ არასდროს დაეთანხმოთ იმას, რასაც სინამდვილეში არ ეთანხმებით.

ზედმეტად რთული ენისა და ჟარგონების გამოყენება

მასწავლებლებს, წესით, არ უნდა გაგიჭირდეთ, საჭირო სიტყვების შერჩევა, თუმცა გასაუბრებაზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ნუ შეეცდებით ყველა რთული სიტყვა გამოიყენოთ იმ იმედით, რომ თქვენს ერუდირებულობას წარმოაჩენთ, მით უფრო, მოერიდეთ ჟარგონებს.

პასუხები მხოლოდ "კი" და "არათი"

ისევე როგორც ვრცელი პასუხები, მხოლოდ "კი" და "არაც" არასასურველი პასუხების სიაშია. დამსაქმებლებს უნდათ თქვენ შესახებ საკმარისი ინფორმაცია მიიღონ, რასაც ასეთი პასუხებით ვერ მოახერხებენ. თანაც თქვენი კომუნიკაციის უნარებიც ეჭვს გამოიწვევს.

ზედმეტი სიფრთხილე ან ზედმეტი აქტიურობა

ნუ იქნებით ზედმეტად მოსაწყენები და უსიცოცხლოები, თუმცა არც ზედმეტი აქტიურობა ივარგებს.

არასათანადო ჩვევები და ჩაცმულობა

ნუ დააგვიანებთ. ნუ დაღეჭავთ საღეჭ რეზინს. აქ ელემენტარული წესები იგულისხმება, რომელთა დაცვაც მოგიწევთ. ნუ დაიწყებთ თქვენი ცუდი ჩვევების გამომჟღავნებას, მაგალითად, ფეხების ქანაობას ან თმაზე ხშირად შეხებას.

უარყოფითი საუბარი

ნუ ილაპარაკებთ ცუდად თქვენს ძველ დამსაქმებლებზე ან მოსწავლეებზე. რამდენადაც სამართლიანი არ უნდა იყოს თქვენი კრიტიკა, გახსოვდეთ, რომ არცერთ დამსაქმებელს არ მოსწონს, როცა თქვენს ძველ სამსახურზე ცუდად ლაპარაკობთ. ისინი ფიქრობენ, რომ მომავალში შეიძლება მათ ადგილას თავად აღმოჩნდნენ.

ცინიზმი და პესიმიზმი

მასწავლებლები სხვებისთვის მოტივაციად უნდა იქცნენ და წარმატების მიღწევაში დაეხმარონ, ამიტომ ცინიკურობა და პესიმიზმი ნამდვილად ცუდი იქნება თქვენი მხრიდან. თქვენ უნდა გჯეროდეთ პოზიტიური მომავლის.

ტყუილები

იყავით ყოველთვის მართლები. თქვენი მიწოდებული ინფორმაცია ფაქტებს უნდა ემყარებოდეს. ადამიანებს სამსახურებიდან ათავისუფლებენ ტყუილების გამო, ამიტომ ტყუილები თქვენი მხრიდან ნამდვილად არალოგიკური დასაწყისი იქნება.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება