სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მოსაპოვებლად კონკურსანტები აპლიკაციების შევსებას 14 ივლისამდე შეძლებენ - იხილეთ დეტალები
16-06-2017
-
+


მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მოსაპოვებლად კონკურსანტები  აპლიკაციების შევსებას სპეციალურად შექმნილ სარეგისტრაციო ვებგვერდზე www.tprize.ge 14 ივლისამდე შეძლებენ.

განაცხადების ტექნიკური შემოწმება 4 აგვისტომდე გაგრძელდება, ხოლო 7 აგვისტოდან, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოსთვის შექმნილი ჟიური ჯერ 10 კანდიდატს, ხოლო მოგვიანებით 5 ფინალისტს გამოავლენენ. ფინალისტებიდან გამარჯვებულის გამოვლენა კონსენსუსის საფუძველზე მოხდება.

გამარჯვებული მასწავლებელი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს დასახელდება. გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან - ინა გუდავაძე - პატარკაციშვილისგან 10 000 ლარი გადაეცემა. ასევე, კამპანიის მხარდამჭერები არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანია „იმედი“.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველოს“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში პირველად ხორციელდება და აკრედიტებულია მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიისგან - „The Global Teacher Prize“.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მიზანია წარმატებული მასწავლებლების გამოვლენა, საზოგადოებისთვის მათი წარდგენა და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

დაკავებული ექვსი არასრულწლოვნიდან ერთ-ერთმა მოტოციკლი გაიტაცა, მეორემ მიკროავტობუსი - დეტალებს შსს ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

საზეიმო მიღებამ, მორთულ-მოკაზმულმა სასკოლო სივრცემ და პედაგოგთა თბილმა დახვედრამ ბავშვებს ლამაზი ემოციები აჩუქა

სასწავლო პროცესის განახლებას სკოლის დირექცია და პედაგოგები სრული მზადყოფნით შეხვდნენ

სკოლის ეზოში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა

 

 

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება