სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საქართველოში ბედობას აღნიშნავენ - როგორია ამ დღის ტრადიცია
02-01-2021
-
+


ქართველები 2 იანვარს  ბედობის დღესასწაულს აღნიშნავენ. მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური დღესასწაული არ არის, ეს ტრადიცია საქართველოში საუკუნეებს ითვლის.

მიაჩნიათ - როგორც შეხვდებიან ბედობას, მთელი წელი ისეთივე ექნებათ. ძველად ახალი წლის მეორე დღე ბედნიერების დაბედების დღედ ითვლებოდა და შესაბამისად, ხალისიანი განწყობით ხვდებოდნენ. ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, მაგრამ მოსახლეობა ტრადიციას არ ღალატობს. ბედობის დღესასწაულს ძველთაგნავე განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. ამ დღესთან დაკავშირებით ოჯახის უფროსი ირჩევდა მეკვლეს - „კარგი ფეხის“ ადამიანს. ამ დღეს ცდილობდნენ, ოჯახიდან არ გასულიყვნენ. თუ ვინმე მეკვლის სტუმრობას ისურვებდა, ამ შემთხვევაში, სახლიდან გასვლა და მასთან სტუმრობა შეეძლოთ. სტუმრად წასული „მეფეხური“ მასპინძელს ლამაზად გამოწყობილი უნდა სწვეოდა, ოჯახისთვის ტკბილეული  მიერთმია და მხიარულ განწყობაზე ყოფილიყო. ამ დღეს ოჯახები არც რაიმეს სესხულობდნენ და არც გაასესხებდნენ.

ბედობის ტრადიცია დღესაც შემორჩენილია საქართველოში, ამ დღესასწაულს აქტუალობა არ დაუკარგავს და ყოველი წლის 2 იანვარს „კარგი ფეხის “ ადამიანს ისევ ელიან.

Etaloni.ge კარგი განწყობის, წარმატების, ბარაქისა და ბედნიერების დაბედებას გისურვებთ.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოზარდი, რომელმაც თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია - დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

უფასოდ პედაგოგები, პენსიონერები და სხვა რისკჯგუფებს მიკუთვნებული მოქალაქეები აიცრებიან

პირველი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებიდან - 14 ოქტომბერი დასვენებაა

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება