სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მეოთხე-მეხუთე კლასელმა ქუთაისელმა მოსწავლეებმა ნებისმიერი სიმაღლის მზომავი უნიკალური ხელსაწყო დაამზადეს
16-06-2017
-
+


მეოთხე-მეხუთე კლასელმა ქუთაისელმა მოსწავლეებმა გამოყენებითი ფიზიკის, მათემატიკისა და ინფორმატიკის თავისუფალ გაკვეთილებზე „სიმაღლის მზომავი დეკოდერი“ დაამზადეს და ამით თავიანთი იდეის სრულფასოვანი რეალიზაცია მოახდინეს. 

უნიკალური ხელსაწყო ნებისმიერ სიმაღლეს ზომავს, მათ შორის მიუწვდომელ ადგილებში. 

ორი გოგონასი და ოთხი ვაჟისაგან შემდგარმა გუნდმა დღეს, პროექტი „სიმაღლის გაზომვის მეთოდები“ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს და უნივერსიტეტის შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებს წარუდგინეს. 

პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებმა უნივერსიტეტის ეზოში გადაინაცვლეს და მათ მიერ შექმნილი რობოტი საჰაერო ბუშტის საშუალებით, ტექნიკური უნივერსიტეტის შენობის სიმაღლე გაზომეს. 

ამ მოსწავლეებთან და საქართველოს რამდენიმე ათეულ სკოლასთან აქტიურად თანამშრომლობს ტექნიკური უნივერსიტეტის ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის წარმომადგენლები და ხელმძღვანელი პროფესორი დავით სონღულაშვილი, ისინი მეთოდურად დიდ დახმარებას უწევენ მოსწავლეებს იდეების რეალიზებაში.

 

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება