სიახლეები
სიახლეები

რა იცვლება ახალი წლიდან მასწავლებლებისთვის?
06-01-2020
-
+


2020 წლიდან პრაქტიკოს პედაგოგებს სკოლა უნდა დაეტოვებინათ - ამას განათლების დაანონსებული რეფორმა მოითხოვდა, თუმცა 2019 წლის ბოლოს გაირკვა, რომ პრაქტიკოსი პედაგოგები მუშაობას ჩვეულებრივად გააგრძელებენ. შესაბამისად,  ვაკანსიები, რომელიც ახალი კადრების მისაღებად იანვრიდან ფართო მასშტაბით უნდა გამოცხადებულიყო აღარ იქნება.  

რა იცვლება ახალი წლიდან მასწავლებლებისთვის და რა პროექტები დაიწყო მიმდინარე წელს - etaloni.ge 2019 წელს აჯამებს და 2020 წლის სიახლეებს გთავაზობთ.

2019  წელი მასწავლებლებისთვის საკმაოდ დატვირთული იყო: სტატუსების ცვლილება, ერთი საფეხურით დაწინაურება, პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის მიცემული ორი შანსი და ორჯერ ნერვიულობა უფროსის სტატუსის მოსაპოვებლად, კრედიტების შევსება, გარე დაკვირვების გაკვეთილები და ა.შ.

თუმცა, როგორც წლის მიწურულს გაირკვა, პრაქტიკოს პედაგოგებისთვის ეს მეორე შესაძლებლობა სულაც არ იყო უკანასკნელი და მასწავლებლები, რომლებმაც 2019 წელს სტატუსი ვერ აიმაღლეს, კიდევ შეძლებენ ზაფხულის გამოცდაზე გასვლას. მანამდე სკოლაში დარჩებიან, შრომა წყალში არ ჩაეყრებათ და დაგროვებული კრედიტები არ გაუუქმდებათ.

უფროს და წამყვან პედაგოგებს კი აინტერესებთ, რა სახით მოხდება მომდევნო წელს სტატუსის ამაღლება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი მასწავლებლის პროფესიული რეგულირების ახალ წესზე აქტიურად მუშაობს, სწორედ აქ იქნება აღნიშნული პედაგოგების შეფასების ახალი სისტემა და ასევე სტატუსის ასამაღლებლად ცვლილებები. როგორც ამ დროისთვისაა ცნობილი, მასწავლებლები ახალ საფეხურზე ასასვლელად კომპლექსურად შეფასდებიან. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ხელმძღვანელის, ბერიკა შუკაკიძის თქმით, გამოცდა სტატუსის შესაცვლელად იქნება აუცილებელი, თუმცა, არა - საკმარისი. მასწავლებელი შეფასდება კომპლექსურად და ამის შემდეგ მიეცემა შანსი, აიმაღლოს სტატუსი. მისივე განმარტებით, პედაგოგი უნდა შეფასდეს იმის მიხედვით, თუ როგორ აკეთებს გეგმას, როგორ ატარებს გაკვეთილს, მისი პროფესიონალიზმის შეჯამება უნდა მოხდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა შეიცვალოს სტატუსი.

ამასთან, 2020 წელს მასწავლებლებისთვის ახალი ტიპის გამოცდა უნდა ჩატარებულიყო, რომელიც საშუალებას მისცემდა უფროს პედაგოგებს, ერთი საფეხურის გამოტოვებით აემაღლებინათ სტატუსი და მენტორები გამხდარიყვნენ, თუმცა, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს, მსგავსი ტიპის გამოცდა 2020 წლის ზაფხულში ვერ მოესწრება. 

სტატუსების გარდა, ცვლილებებია ანაზღაურებაშიც. გაზრდილ ხელფასს პედაგოგები ახალი სასწავლო წლიდან მიიღებენ. მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდა ზაფხულში განათლების ყოფილმა მინისტრმა დააანონსა, პედაგოგებს ხელფასი პერიოდულად 2022 წლამდე გაეზრდებათ და მათი საშუალო ანაზღაურება 1800 ლარი იქნება.

გაზრდილი ხელფასით ხვდებიან 2020 წელს სკოლის დირექტორები და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები. 

ასევე აღსანიშნავია, რომ გაუქმდა კრედიტების დაგროვების სისტემა. ბოლო წლებში პედაგოგებმა უამრავი დრო და ენერგია სწორედ კრედიტების დაგროვებაში დახარჯეს. მომავალი წლიდან ამოღებული იქნება თვითშეფასების კითხვარი, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სავალდებულოდ აღარ თვლის, ასევე გარე დაკვირვება და კრედიტების დაგროვების სისტემა.

ზაფხულში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, საპენსიო ასაკის პედაგოგებმა, რომლებიც პროფესიიდან გასვლის სურვილი გამოთქვეს, მიიღეს ორი წლის ხელფასი წინასწარ და შეუნარჩუნდათ ჯანმრთელობის დაზღვევა სიცოცხლის ბოლომდე. 

2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საპენსიო ასაკის პედაგოგებს შანსი მიეცათ, გააკეთონ სახელმწიფო ჯილდოს მიღებაზე განაცხადი. ამ ეტაპზე დამატებით 2000-მდე პედაგოგმა გამოთქვა სურვილი, აიღოს სახელმწიფოსგან საჩუქარი და გზა დაუთმოს ახალ თაობას. ჯერჯერობით უცნობია, კიდევ მიეცემათ თუ არა მომავალშიც საპენსიო ასაკის პედაგოგებს ასეთი შესაძლებლობა. 

გასულ წელს მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ შემოდგომაზე 6100 პედაგოგის პროფესიიდან გასვლამ გამოიწვია სისტემაში ახალი კადრების - 2400 ახალი მასწავლებლის შესვლა, დარჩენილი საათები კი სკოლის სხვა პედაგოგებზე გადანაწილდა.

ერთი წლის წარმატებულად მუშაობის შემდეგ „ახალი სკოლის მოდელი“ კვლავ აგრძელებს მუშაობას. აღნიშნული პროექტი სკოლებში ახალ სტანდარტებს და მიდგომებს ამკვიდრებს.

გასულ წელს წარმატებით განხორციელდა პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“. აღნიშნული პროგრამით 19 პედაგოგი გადამზადდა და მაღალმთიანი რეგიონების მცირეკონტიგენტიან სკოლებში დასაქმდა. ასეთი შანსი 2020 წელსაც მიეცემათ მაღალმთიან რეგიონებში დასაქმების მსურველებს.

2019 წლის სიახლე იყო პროგრამა „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“, რომელშიც 1900 მსმენელი ჩაირიცხა. აღნიშნული პროგრამაც მცირეკონტიგენტიან სკოლებზეა გათვლილი. პროგრამის მიზანია, მასწავლებლის დეფიციტის შევსება რეგიონების სკოლებში. მასწავლებლის სახლის ინიციატივით, აღნიშნულ პროგრამაზე მიღება მომავალ წელსაც გამოცხადდება.

უკვე დაანონსდა, რომ 2020 წელს ახალი პროგრამა „დირექტორთა სკოლაც“ ამოქმედდება, სადაც სწავლება რამდენიმე თვიანი იქნება. მასწავლებლის სახლი დირექტორების სრულიად ახალ სტანდარტებზე მუშაობს, რომელიც სხვა ქვეყნიდან გადმოღებული არ იქნება და ქართული სკოლების საჭიროებებზე იქნება მორგებული.

ასევე გასულ წელს 2019-2020 სასწავლო წელს სახელმწიფომ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების დასაფინანსებლად 1,845,000 ლარი გამოყო, რომლის საშუალებითაც მასწავლებლობის მსურველები, რომლებმაც საგნის კომპეტენცია დაადასტურეს, პროგრამაზე უფასოდ სწავლობენ. 60 კრედიტიან პროგრამაზე მიღებას მსურველები 2020 წლის სექტემბრიდანაც შეძლებენ. გასულ წელს მასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამის ჩამონათვალში არ იყო მიღება დაწყებითის პედაგოგებისთვის, 2020 წელს კი დაწყებითის პედაგოგებიც შეძლებენ კონკურსში მონაწილეობას რამდენიმე უნივერსიტეტში.

და ბოლოს, სრულად, რომ შევაჯამოთ, 2020 წელს მასწავლებლებს ბევრი საინტერესო სიახლე ელოდებათ. უნდა აღინიშნოს, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აქტიურად მუშაობს პედაგოგების პროფესიულ განვითარებაზე, წინსვლის შესაბამისად ანაზღაურების გაზრდასა და მაღალმთიან სკოლებში მასწავლებლების დეფიციტის აღმოფხვრაზე, თუმცა ინიციატივა, რომ სკოლებში დასაქმების შანსი ყველა ახალგაზრდა მსურველს მისცემოდა, ვინც საგნის კომპეტენციას წარმატებით დაადასტურებდა, კვლავ მხოლოდ სურვილად რჩება.


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
სიახლეები
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ეს დღე ძალიან ლამაზი, დასამახსოვრებელი ინფორმაციული და შთამბეჭდავი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის
პრეზენტაციის მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვასთან დაკავშირებით და საფრთხეების თავიდან აცილება
ღონისძიებაზე წარდგენილი იქნა ქართული ლექსები, სიმღერები და ცეკვები
მოსწავლეებმა დაწერეს პროექტი სახელწოდებით - „ბუნების სადარაჯოზე“, რომელიც ითვალისწინებდა სკოლის ტერიტორიის გამწვანებას
კვირეულის მე-4 დღე შემოქმედებითი გახლდათ და გამოძახილი იმისა, რომ ერთმანეთს გარემოს სიყვარულისა და მისი გაფრთხილებისკენ უნდა მოვუწოდებდეთ 
საინტერესო
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება