სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

7 საუკეთესო საახალწლო ზღაპარი და მოთხრობა
06-01-2020
-
+


ყველა ცდილობს ახალი წლის დღეები მყუდრო და ჯადოსნურ გარემოში გაატაროს. ამ სიტუაციას განსაკუთრებით უხდება საახალწლო ზღაპრები და პატარა მოთხრობები, რომლებსაც შვილებთან ერთად ან მარტოები წავიკითხავთ და შევეცდებით, რომ კიდევ უფრო ჯადოსნურ გარემოში გადავინაცვლოთ.

„ეტალონი“ გთავაზობთ საუკეთესო საახალწლო ზღაპარებსა და მოთხრობებს:

„მოგვთა საჩუქრები“ - ო. ჰენრი

ალბათ, ეს საუკეთესო საშობაო ისტორიაა, ნაზი და ჯადოსნური, როგორც ამ ავტორის ყველა ტექსტი. ეს არის ამბავი ახალგაზრდა ღარიბ წყვილზე, რომლებსაც უნდათ, ერთმანეთს რაიმე აჩუქონ, მიუხედავად იმისა, რომ ამის საშუალება არ აქვთ.

„თოვლის სიზმარი“ - ერიკ კარლი

ერთ-ერთმა საუკეთესო წიგნების ილუსტრატორმა და ავტორმა, ერიკ კარლმა, ასეთი მარტივი და ჯადოსნური ამბავი დახატა: ღამით ფერმაში მოულოდნელად თოვლი მოვიდა, ფერმერმა კი თოვლის ბაბუის ტანსაცმელი გადაიცვა და გადაწყვიტა, ცხოველებისთვის საჩუქრები დაერიგებინა. ეს კეთილი და ლამაზი საახალწლო ისტორია განსაკუთრებით საყვარელია პატარებისთვის, რომლებსაც სასწაულების სჯერათ.

„მაკნატუნა და თაგვების მეფე“ - ერნსტ თეოდორ ჰოფმანი

საშიში, თუმცა ლამაზი საახალწლო ზღაპარი. ფრიცი და მარი, სამედიცინო მრჩევლის შვილები, ჯადოქარი ნათლიისგან ნაძვის ხის სათამაშოდ მახინჯ მაკნატუნას იღებენ, რომელიც საბოლოოდ პრინცად გადაიქცევა.

„ნაძვი“ - ჰანს ქრისტიან ანდერსენი

ყველასთვის ცნობილი „თოვლის დედოფლის“ გარდა, ანდერსონს ბევრი არც ისე ცნობილი ჯადოსნური ზღაპარი აქვს. მათ შორისაა „ნაძვიც“: „ტყეში მშვენიერი ნაძვის ხე იდგა. მის გარშემო კი მსუბუქი ჰაერი ტრიალებდა. მისი მეგობარი ფიჭვები და ნაძვები უფრო ადრე იზრდებოდნენ, ამიტომ პატარა ნაძვსაც უნდოდა მალე გაზრდილიყო. იგი არ ფიქრობდა არც თბილ მზეზე, არც სუფთა ჰაერზე, არც მოსიყვარულე გლეხის ბავშვებზე, რომლებიც ტყეში ჟოლოსა და კენკრას აგროვებდნენ და ნაძვის ხეზე სიყვარულით ამბობდნენ ხოლმე: „პატარა კარგი ნაძვი“...

„ლომი, ჯადოქარი და გარდერობი“ - კლაივ ლუისი

4 ბავშვი შობის მოლოდინში, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელების დაბომბვას გაურბიან, ინგლისის პროვინციაში, ექსცენტრიული ბიძის სახლში ტანსაცმლის კარადიდან პოულობენ გასასვლელს ჯადოსნურ სამყაროში.

„თორმეტი თვე“ - სამუილ მარშაკი

პატარა გოგონა ბოროტი დედინაცვლის ბრძანებით ტყეში წავიდა, იმ ყვავილების შესაგროვებლად, რომლებიც თოვლში იზრდებოდა. აქ ის შეხვდა აპრილს თავის 11 ნათესავთან ერთად, რომლებმაც გოგონას მარწყვი, სოკო და ბუნების სხვა ნობათი აჩუქეს. საინტერესოა ის, რაც მას შემდეგ მოხდა, რაც ამის შესახებ ბოროტმა დედინაცვალმა შეიტყო.

„საშობაო მოთხრობები“ - ჩარლზ დიკენსი

ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი. შეიძლება თქვენ უკვე შეხვედრიხართ მოსაზრებას, რომ შობა დიკენსმა გამოიგონა, რადგან პირველმა დაწერა იმ სასწაულის შესახებ, რომლისაც ყველას გვჯერა დღესასწაულების წინ. დიკენსის მოთხრობები თანაგრძნობაზე და სასტიკი მდიდრის გამოსწორებაზეა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პედაგოგების საგამოცდო შედეგები არადამაკმაყოფილებელი იყო, ამიტომ ცვლილებები გადავადდა“

ანტირეკორდი ეროვნულ გამოცდებზე - საგანი, სადაც ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა

9 სექტემბერი უქმე დღეა - მასწავლებლები პირისპირ ტრენინგებს 5-დან 13 სექტემბრის ჩათვლით გაივლიან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
ლესიჭინეს თემის N2 საჯარო სკოლა დირექტორს, რუსუდან ლაშხიას დაბადების დღეს ულოცავს 
 

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება