TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელს ექნება ელექტრონული ჟურნალი, მშობელი კი შვილის მოსწრების ინფორმაციას მიიღებს - სიახლეები სკოლებში
20-12-2019
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ირინე აბულაძის განცხადებით,  „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ბევრი სიახლე იგეგმება. ამის შესახებ აბულაძემ „ახალი სკოლის მოდელის“ 2019 წლის შემაჯამებელ ფორუმზე განაცხადა. 

ერთ-ერთი ცვლილება ის არის, რომ სკოლებში მასწავლებლები ელექტრონულ ჟურნალებს შეავსებენ და მშობლებს შვილების მოსწრების შესახებ ინფორმაცია ელექტრონულად მიუვათ.

„საქართველოს მთავრობას აქვს სტრატეგია ინტერნეტიზაციასთან დაკავშირებით. სკოლებში, ამ მხრივ, სხვადასხვა მდგომარეობაა (გააჩნია სკოლის ადგილმდებარეობას), მაგრამ იმ სკოლებს, რომლებიც საპილოტე პროგრამა „ახალი სკოლის მოდელში“ არიან, ინტერნეტის პრობლემა არ აქვთ. ვაკეთებთ შიდა ვაიფაიზაციას, რათა ყველა საკლასო ოთახს მიეწოდებოდეს ინტერნეტი. ამისათვის 2019 წელსაც იყო განსაზღვრული შესაბამისი ბიუჯეტი და 2020 წელსაც გვაქვს რამდენიმე მილიონი, რომ დაემატოს სკოლები.

ტექნოლოგიური უზრუნველყოფა ნიშნავს, რომ მასწავლებლებმა აწარმოონ ელექტრონული ჟურნალები, რომლის დანერგვასაც დავიწყებთ და მშობლებს ელექტრონულად მიუვათ ინფორმაცია საკუთარი შვილების მოსწრების შესახებ. ეს ასევე გულისხმობს, ყველა სკოლაში დაინერგოს, UNICEF​-ის მიერ შექმნილი ტექნოლოგიური პროექტი დაწყებითი კლასებისთვის „ვსწავლობთ თამაშით“, რომელიც არის სწორედ მაღალ სააზროვნო უნარების განვითარებაზე გათვლილი პროდუქტი. ამის დანერგვა წარმატებით მიმდინარეობს, ეს მოსწავლეებს აძლევს დამატებით შესაძლებლობას, რომ თავად განავითარონ სხვადასხვა მიმართულებები სწავლის მხრივ და მასწავლებელი მათ ამაში დაეხმაროს, ასე რომ მიმართულება - ტექნოლოგიების დანერგვა სასწავლო პროცესში  იქნება პრიორიტეტი. XXI საუკუნეა, მოსწავლეები ძალიან ახლოს არიან ტექნოლოგიებთან, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ მათ სწორად გამოიყენონ ტექნოლოგიები, ჰქონდეთ უნარი, გაარჩიონ სწორი და არასანდო ინფორმაცია ერთმანეთისგან და ამ მიმართულებით დახმარება სჭირდებათ არა მხოლოდ მოსწავლეებს, არამედ მასწავლებლებსაც“, - განაცხადა ირინე აბულაძემ. 

პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ 2019 წელს დაიწყო და 2024 წლამდე საქართველოს ყველა სკოლას დაფარავს. პროექტი ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში, 165 სკოლის პირველ-მეოთხე კლასებში. მისი ბენეფიციარია 34 414 მოსწავლე და 3096 მასწავლებელი.

იხილეთ ასევე:
„მასწავლებელი ქაღალდის ფურცლიდან კომპიუტერთან უნდა გადავიდეს“ - რას შეცვლის „ახალი სკოლის მოდელი“?


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება