სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

11 ნიშანი, რომ ნამდვილი მასწავლებელი ხართ - კოლეგებთან არაფორმალური შეხვედრები აუცილებლად ​მინი-პედსაბჭოს ემსგავსება
17-02-2020
-
+


რა ნიშნით შეიძლება იცნო მასწავლებელი? - გქონიათ განცდა, რომ კოლეგამ ჩაგიარათ, მიუხედავად იმისა, რომ მას არ იცნობთ.

აღმოჩნდა, რომ არის რამდენიმე ნიშანი, რომლითაც მასწავლებლის ამოცნობა შეიძლება. 

პირველ რიგში აღსანიშნავია საუბრის მანერა - შეამჩნევდით, რომ გამოცდილი პედაგოგები ყოველთვის საუბრობენ მშვიდად, შესაბამისი ინტონაციით, მარცვლავენ სიტყვებს, რომლებიც მათი აზრით მნიშვნელოვანია. მათ მარტივად იცნობთ ხმის ტემბრით, ისინი არ ყვირიან, არ ხმაურობენ, მაგრამ ყველა მათ უგდებს ყურს, მაშინაც კი თუ ვერ ხედავენ.

ყოველთვის მზად არის ყველაფერი ახსნას და ასწავლოს - შემთხვევით გამვლელს საჭირო მისამართი ჰკითხეთ და მთელი ქუჩის ისტორია მოგიყვათ, თუ რომელი ისტორიული ფიგურები ცხოვრობდნენ ამ ქუჩაზე, სად შეიძლება გემრიელად და იაფად წახემსება და კიდევ ბევრი საინტერესო რამ. გაგიმართლათ - თქვენ მასწავლებელს შეხვდით. მხოლოდ პედაგოგები არიან ყოველთვის მზად აგიხსნან და გასწავლონ. და ყველაფერი ეს აბსოლუტურად უფასოდ.

ეს და სხვა 8 ნიშანი, რომ მასწავლებელი ხართ:

1. სახლიდან ზიდავთ ყველაფერს, რაც შეიძლება სამუშაო ადგილზე გამოადგეთ. უკან კი მოგაქვთ უამრავი, სხვების თვალთახედვით სრულიად გამოუსადეგარი ნივთები. ახლობლები ამ დროს შიშის თვალით უყურებენ, როგორ იზრდება მაკულატურის გორა ბინაში. 

2. თქვენი ოჯახის წევრებმაც განათლებას მიუძღვნეს თავი, ისინიც თქვენთან ერთად მუშაობენ, მართალია შტატში არ ირიცხებიან, მაგრამ მუშაობენ ჩუმად და მოთმინებით. 

3. ადამიანებს, რომლებიც განათლების სფეროში არ არიან ჩართული, არ ესმით, როდესაც თქვენს 30 ბავშვსა და 45 მშობელზე საუბრობთ.

4. კოლეგებთან ყოველი არაფორმალური შეხვედრა აუცილებლად იქცევა მინი-პედსაბჭოდ, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის თავს ჰპირდებით, რომ სკოლაზე არ ისაუბრებთ. 

5. ღამით დგებით, იმისთვის, რომ ჩაინიშნოთ მორიგი გენიალური იდეა ხვალინდელი გაკვეთილისთვის.

6. გიცნობთ და გესალმებათ ნახევარი რაიონი.

7. თქვენ იცით და შეგიძლიათ: შეღებვა, დაწებება, ლურსმნის დაჭედება, ავეჯის შეკეთება, დილამდე მუშაობა, გადარწმუნება, პატიება, სამსახურში ავადმყოფს სიარული და სხვის მდგომარეობაში შესვლა. 

8. არ იცით  და არ შეგიძლიათ: სათანადოდ დასვენება და წიგნის მაღაზიებისთვის გვერდის ავლა.

9. ჩანთის შეძენისას, თქვენ პირველ რიგში უყურებთ არა მის დიზაინს არამედ ტევადობას, რათა მასში რაც შეიძლება მეტი რვეული ჩაეტიოს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

გაკვეთილზე მოსწავლეებმა გამოიყენეს საინტერესო რესურსი - „ბორბალი“

მოსწავლეები, დამრიგებლის ნინო ჭონქაძის ხელმძღვანელობით, ძველ თბილისს ესტუმრნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება