სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

რა დავახვედროთ ვირთხას საახალწლო სუფრაზე, რომ მთელი წელი იღბლიანი და შემოსავლიანი გვქონდეს?
24-12-2019
-
+


აღმოსავლური კალენდრით, 2020 წლის 25 იანვარს ლითონის ვირთხის წელი დაიწყება. როგორ შევხვდეთ 2020 წელს, რომ მისი მმართველის - ვირთხის კეთილგანწყობა დავიმსახუროთ, რა დავახვედროთ სუფრაზე თაგვს და რა ფერებში მოვრთოთ სუფრა, რომ ფინანსური კეთილდღეობა მოვიზიდოთ? - ამ კითხვებზე პასუხს ჩვენი სტატიიდან მიიღებთ. 

ამბობენ, როგორი მოლოდინით და განწყობითაც შევხვდებით ახალ წელს, მთელი წელი ისევე ჩაივლის, თუმცა დიდი მნიშვნელობა ენიჭება ახალი წლის ღამის ტრადიციებსაც.

2020 წლის ყველაზე აქტუალური ფერები თეთრი და ვერცხლისფერია, ამიტომ კარგი იქნება, თუ სუფრას ამ ტონალობებში გააწყობთ. ახალი წლის დადგომამდე დაანთეთ თეთრი დეკორატიული სანთლები, მადლიერება გამოხატეთ გასული წლისთვის და ჩაიფიქრეთ მომავალი წლის მთავარი მიზნები.

რაც შეეხება საახალწლო სუფრის მენიუს - ვირთხა მსუნაგი და გურმანია, ამიტომ ნუ დაზოგავთ ფულს, მოამზადეთ გემრიელი საკვები. თუ გავითვალისწინებთ, რომ აღმოსავლური ჰოროსკოპის ეს ნიშანი ტრადიციულობით გამოირჩევა, სუფრაზე აუცილებლად უნდა გვქონდეს ტრადიციული კერძებიც.

 სასურველია, ჭურჭელი თეთრი იყოს, შეგიძლიათ ვერცხლისფერი ან ოქროსფერი თასებით მოათავსოთ სუფრაზე მზესუმზირა, ნიგოზი და თხილი. ასევე კარგი იქნება თუ სადღესასწაულო სუფრაზე მოაბნევთ ბრინჯს.

და ყველაზე მთავარი, 2020 წლის საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა გქონდეთ ყველი.

ნუ დაგავიწყდებათ ტკბილეული - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვირთხას ძალიან უყვარს სასუსნავები, ამიტომ აუცილებლად მოგიტანთ იღბლიან წელს, თუ სუფრაზე ბევრ ტკბილეულს და თხილეულს დაახვედრებთ. 

არ დაგავიწყდეთ, რომ აღმოსავლური კალენდრით ვირთხის წელი 2020 წლის 25 იანვარს დაიწყება, ამიტომ სასურველია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სასუსნავები ვირთხას 25 იანვარსაც გაუწყოთ. 

წარმატებულ და იღბლიან წელს გისურვებთ!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება