სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბაგა-ბაღებთან დაკავშირებით პარლამენტმა კანონი მიიღო
12-06-2017
-
+


პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით, 74 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ბაგა-ბაღებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი.

კანონპროექტის ინიცირებული ვერსიის მიხედვით, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფები უნდა დაკომპლექტდეს შემდეგი მაქსიმალური ოდენობების მიხედვით:

ა) 2-დან 3 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 25 ბავშვისა;
ბ) 3-დან 4 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 30 ბავშვისა;
გ) 4-დან 5 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 30 ბავშვისა;

ამასთან, სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფში შესაძლებელია 5 წლიდან სკოლის დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე ბავშვების სწავლა/სწავლება, რომელთა რაოდენობა ჯგუფში არ უნდა აღემატებოდეს 30 ბავშვს, ხოლო თითოეულ ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის რაოდენობა უნდა განისაზღვროს შემდეგი თანაფარდობით:

ა) 2-დან 3 წლამდე ბავშვების შემთხვევაში აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის ბავშვთან თანაფარდობა არ უნდა იყოს: 1:13 -ზე მეტი;
ბ) 3-დან 4 წლამდე ბავშვების შემთხვევაში აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის ბავშვთან თანაფარდობა არ უნდა იყოს: 1: 15-ზე მეტი;
გ) 4–დან 5 წლამდე ბავშვების შემთხვევაში აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის ბავშვთან თანაფარდობა არ უნდა იყოს: 1: 15-ზე მეტი;
დ) სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის ბავშვთან თანაფარდობა არ უნდა იყოს: 1:15 -ზე მეტი.

კანონპროექტის მიღება, განმარტებითი ბარათის მიხედვით, გამოიწვევს ხარჯებს, რომლის დაფინანსების წყარო იქნება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტი, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტები. კანონპროექტის ინიციატორი ეკა ბესელიაა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება