სიახლეები
ყველაზე პოპულარული


აღზრდის ძალადობრივი მეთოდი ბავშვთა 69%-ის მიმართ გამოუყენებიათ - დედების რამდენი პროცენტი ემხრობა ფიზიკურ დასჯას?
12-12-2019
-
+


საქართველოში ბავშვების 69%-ის მიმართ აღზრდის რომელიმე ძალადობრივი მეთოდი მაინც არის გამოყენებული - აღნიშნულ მონაცემებს, გაეროს ბავშვთა განვითარების ფონდის მიერ გამოქვეყნებულ  კვლევაში ვკითხულობთ.

ანგარიშის მიხედვით, ბავშვთა აღზრდისას სხვადასხვა ტიპის ძალადობის საჭიროებას მშობლის განათლების დონეც ახდენს გავლენას. კვლევის მიხედვით, რაც უფრო მაღალია განათლების მაჩვენებელი, მით უფრო დაბალია ბავშვის ფიზიკური დასჯის მომხრეთა რაოდენობა.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში ბავშვების 69%-ის მიმართ აღზრდის რომელიმე ძალადობრივი მეთოდი მაინც იყო გამოყენებული. ამასთან, ბავშვების 31%-ს გამოუცდია ფიზიკური დასჯა (მკაცრი და სხვა ტიპის).

ბავშვების 5%-ს კი მკაცრი ფიზიკური დასჯა, როგორიცაა ხელის დარტყმა სახეზე, თავზე ან ყურებზე და ცემა მთელი ძალით, გამუდმებით.

ბავშვთა 66%-მა განიცადა ფსიქოლოგიური აგრესია.

ანგარიშში განმარტებულია, რა განსხვავებაა ფიზიკურ დასჯასა და მკაცრ ფიზიკურ დასჯას შორის, ასევე, რას მოიაზრებს ფსიქოლოგიური აგრესია, რომელიც ბავშვთა 66%-ს აქვს განცდილი.

ფიზიკური დასჯა: შეჯანჯღარება, ბავშვის ხელზე/მხრებზე/ფეხზე შიშველი ხელის დარტყმა, დუნდულებზე ან სხეულის სხვა ნაწილზე დარტყმა მყარი საგნით, საჯდომზე ხელის დარტყმა, სახეზე, თავზე ან ყურებზე დარტყმა, ცემა მთელი ძალით, გამუდმებით.

მკაცრი ფიზიკური დასჯა: სახეზე, თავზე ან ყურებზე დარტყმა, ცემა მთელი ძალით, გამუდმებით.

ფსიქოლოგიური აგრესია: ყვირილი, ასევე, ბავშვისათვის ხშირად „უტვინო“ ან „ზარმაცი“ ან სხვა მსგავსი სიტყვების დაძახება.

აღსანიშნავია, რომ ბავშვის აღზრდისას ფიზიკური დასჯის საჭიროებას ქალების 8% ხედავს, კაცების შემთხვევაში კი აღნიშნული მაჩვენებელი 5-ჯერ ნაკლებია. 

„დედების/მეურვეების პროცენტულმა წილმა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ფიზიკური დასჯა საჭიროა ბავშვის სწორად აღსაზრდელად 8% შეადგინა. ძირითადი განსხვავება შეინიშნება მეურვის სქესის მიხედვით. ქალების 8% მიიჩნევს, რომ ფიზიკური დასჯა საჭიროა, რაც 5-ჯერ აღემატება კაცის ანალოგიურ მაჩვენებელს. ეს შეხედულება ასევე დაკავშირებულია დედის/მეურვის განათლების დონესთან, რადგან ბავშვის ფიზიკური დასჯის მომხრეთა რაოდენობა მცირდება რესპოდენტების განათლების დონის ზრდასთან ერთად“, - ნათქვამია მრავალინდიკატორულ კასტერულ კვლევაში.




 მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა, გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოში და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა 2018-2019 წლებში ჩაატარეს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

რეიტინგული სია ცნობილია - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

როდემდე შეიძლება პასქის გამოცხობა წინასააღდგომოდ და არსებობს თუ არა შეზღუდვები ვადებში - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

მილიონ ლარიანი ტენდერი თბილისის საბავშვო ბაღებისთვის - სააგენტო საბნებს, საწოლის თეთრეულსა და ქსოვილის სხვა ნივთების განახლებას გეგმავს

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის პოეზიის აღქმისა და ანალიზის უნარის განვითარება

თარიღს მარტვილის N1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიებით გამოეხმაურნენ

კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი კალიგრაფიული ნამუშევერები

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო სანახაობით წარდგნენ

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

არც ერთ ვერსიას არ აქვს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება. თუმცა ყველა ამ ტრადიციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სიცილის დღის ჩამოყალიბებაზე. 

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება