სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სამხრეთ აფრიკელი პედაგოგისა და წალენჯიხელი სკოლის დირექტორის სიყვარულის რომანტიკული ისტორია
12-12-2019
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის დირექტორი ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდა, 57 წლის ასაკში ინტერნაციონალურ ოჯახს თუ შექმნიდა. არადა, სწორედ ასე მოხდა და ცოლად 33 წლის სამხრეთ აფრიკელი, ემი მეიბურგი შეირთო, რომელიც ეწერის საჯარო სკოლაში ინგლისურის მოხალისე მასწავლებლად ჩავიდა. რატომ გადაწყვიტა სამხრეთ აფრიკელმა იურისტმა მეგრელების რძლობა, ამას ბატონი რობერტის ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც etaloni.ge-სთან საუბარს სკოლისა და მოსწავლის ურთიერთობით იწყებს.

  - ყოველთვის საინტერესოა ის, რაც ყოველდღიურობასთან არაა დაკავშირებული და მხოლოდ მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობით არ შემოიფარგლება. „ეტალონთან“, დაახლოებით, ოთხი წელია ვურთიერთობთ, ერთ-ერთი ჩვენი მოსწავლე, თავის დროზე, ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალისტი იყო და მთელი სკოლა ზეიმობდა მაშინდელი მერვეკლასელის წარმატებას.
სამწუხაროდ, წელს ჩვენი სკოლა ვერ მოხვდა ფინალში, მაგრამ არ გვშურს სხვათა წარმატებები, პირიქით, სასიხარულოა, როდესაც მუნიციპალიტეტში ასეთი მასშტაბური ღონისძიება ტარდება და ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი, შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა.

- ბატონო რობერტ, ახლანდელი თაობა პლანშეტებსაა მიჯაჭვული, სკოლა როგორ არეგულირებს ურთიერთობას მოსწავლეებთან?

- ტექნიკამ მოიცვა ბავშვის დრო და თაობებს შორის ურთიერთობასაც ახლავს სირთულე; ადრე კომპიუტერის გარეშე ვიყავით, ახლა კი ყველაფერი კომპიუტერიზებულია. ბავშვს არ უხარია სპორტულ მოედანზე გასვლა, ბურთის თამაში... ყველა იქაა თავმოყრილი, სადაც უკეთ იჭერს Wi-Fi, თუმცა მაინც ვახერხებთ კომუნიკაციას და ვცდილობთ, გავიყვანოთ ბავშვი კომპიუტერული სივრციდან. სწორედ სკოლა უნდა ეცადოს, განტვირთოს ეს სიტუაცია და განარიდოს ბავშვი კომპიუტერს, არადა დღევანდელი გაკვეთილიც კი წარმოუდგენელია კომპიუტერის გარეშე.

მგონია,  მათ ერთფეროვნების შეგრძნება აქვთ; ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ვარ და სულ ვფიქრობ, ხომ არ გაიცვითა პროგრამული მასალა. ჩვენ გავყევით ლიტერატურის ისტორიის სწავლებას და დავრჩით ძველ დროში. არადა, „ოთარაანთ ქვრივი“, „კაცია-ადამიანი?!“ მათთვის საინტერესო აღარაა.

- სოციალური თემატიკა დღესაც აქტუალურია, ბატონო რობერტ... 

- ეს საკითხი სხვა სახით დგას - ბავშვისთვის ბატონი და გლეხი კი არა, მდიდარი და ღარიბი არსებობს. ის მასალა კი, რასაც ვთავაზობთ, მათთვის ზედმეტად მოცულობითია. ახლანდელ ბავშვებს აღქმა უჭირთ, რადგან ზღვა ინფორმაციას იღებენ, თორემ როგორ შეიძლება ილიას გარეშე გაიზარდოს თაობები. წარმოიდგინეთ, მეათე კლასში ილიას 37 საათი ეთმობა, არადა  ხშირად ამდენ საათს დედ-მამას ვერ ხედავს ბავშვი.

- ასეთი მსჯელობით ბევრ პედაგოგს გაანაწყენებთ.

- ჩემს კოლეგებთან მქონია ამაზე საუბარი და არის კატეგორია, რომელშიც სახელმძღვანელოს შეცვლაც კი პროტესტის გრძნობას იწვევს, მაგრამ ეს ხომ არაა პროგრესი?! მაგალითად, მეექვსე კლასში ისწავლება სულაკაურის „ბიჭი და ძაღლი“, რომელიც, დამიჯერეთ, ბავშვებმა 5-ჯერ მაინც წაიკითხეს იმიტომ, რომ იქ ყველაფერია, რაც ბავშვს აინტერესებს - ურთიერთობა ქუჩასთან, ცხოველებთან, შეჯახება უსამართლობასთან... ამიტომ მოზარდს  ჯერ უნდა მივაწოდოთ ის, რაც მისთვის მისაღებია.

- ბატონო რობერტ, ცოტა პირადზეც ვისაუბროთ - ინტერნაციონალური ოჯახი გაქვთ.

-  ბედია, ალბათ, ყველაფერი... მოხალისე მასწავლებლად ჩამოვიდა ჩემი მომავალი მეუღლე... მიუხედავად იმისა, რომ პროგრამაში სხვა სკოლაც მონაწილეობდა, იქ მასპინძელი ოჯახი ვერ მოიძებნა და უარი თქვენს მონაწილეობაზე. ასე აღმოჩნდა ემი წალენჯიხაში, ინგლისურის პედაგოგად.

24 წლითაა ჩემზე უმცროსი და მიუხედავად იმისა, მეუბნებოდნენ, შენზეა შეყვარებულიო, ვერ წარმომედგინა. მერე დავსხედით, ვისაუბრეთ და დამარწმუნა, რომ ეს ყველაფერი არ იყო ხუმრობა. იგი აპირებდა, თუკი ჩემი სურვილი იქნებოდა, დარჩენილიყო საქართველოში და მიეღო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა. მეც მივიღე გადაწყეტილება იმიტომ, რომ ჩემს წინაშე იყო ქალი, რომელსაც სურდა ოჯახი.

სიმართლე გითხრათ, მეც დიდხანს ველოდი სიყვარულს... 57 წლის ვარ, არ მინდოდა უსიყვარულოდ ოჯახის შექმნა, თუმცა შემოთავაზება ბევრი იყო და როცა ხელი ჩავიქნიე, გამოჩნდა ემი მეიბურგი.

- რა ენაზე ურთიერთობთ, მეგრული ასწავლეთ?

- ემი კარგად სწავლობს ქართულს, ჩემთვის კი ინგლისური ენა არაა უცხო.

- თავად თუ მოსწონს მეგრელების რძლობა?

- ძალიან მოსწონს საქართველო, ახლა სამხრეთ აფრიკულ მენიუს ამზადებს...

- მეგონა, მეგრულ კერძებს დააძალებდით.

- ცდილობს, ისწავლოს მეგრული სამზარეულო... თავად, ჰოლანდიელია წარმოშობით, მამა სამთავრობო ჟურნალის რედაქტორი ყოფილა,  დედა - საბავშვო ბაღის მასწავლებელი. ქორწილში აპირებენ ჩამოსვლას.

- საქართველოში აპირებთ ცხოვრებას?

- რა თქმა უნდა... სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ცოტა გვიან ჩამოყალიბდა და ჩვენი ძეგლებით მოხიბლულია; თავადაც მართლმადიდებელ ქრისტიანად მოინათლა, 25 იანვარს ჯვარს დავიწერთ წალენჯიხის მაცხოვრის სახელობის ტაძარში, მანამდე კი სამოქალაქო ქორწინებას გავაფორმებთ.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია 3 ივნისს დასრულდება - დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა  მნიშვნელოვანი ინფორმაცია

 სკოლების შესახებ გადაწყვეტილებებს 16 კაციანი კომისია მიიღებს - დეტალები 

ექსპერტთა შერჩევის მიზნით ვაკანსია გამოცხადდა - ვადები და დეტალები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

ცენტრს უფლება აქვს აბიტურიენტს მოსთხოვოს ატესტატის ასლის მიტანა

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა

დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდების წამატებისკენ სავალი გზა დაულოცეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება