სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ რეგულირდება გახანგრძლივებული სასწავლო წრეები სკოლებში და ვინ განსაზღვრავს მასწავლებლის ანაზღაურებას?
10-12-2019
-
+


გახანგრძლივებული სასწავლო ფორმატი საჯარო და კერძო სკოლებში საკმოდ მოთხოვნადი გახდა. გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო მშობლებისთვის დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურეობა მიმზიდველი შეთავაზებაა - ერთის მხრივ, ბავშვები გაკვეთილების შემდეგ უყურადღებოდ არ არიან და მეორეს მხრივ, დამატებითი განათლებას იღებენ. 

შესაბამისად, გაზრდილია ინტერესი, როგორც მშობლების, ისე მასწავლებლების მხრიდან, თუმცა ამ უკანასკნელთა შემთხვევაში უკმაყოფილება არასათანადო ანაზღაურებას უკავშირდება.

გახანგრძლივებული სწავლება თავიდან ბოლომდე სკოლის მიერ რეგულირდება და როგორც წესი, ის გარკვეული ტიპის ანაზღაურებასთან არის დაკავშირებული.

თუ კერძო სკოლების შემთხვევაში გახანგრძლივებული სწავლება ძირითადად იმ თანხაში შედის, რომელსაც მშობლები წლის განმავლობაში იხდიან, საჯარო სკოლების შემთხვევაში გადასახადს მშობლები იხდიან. დამატებითი სასწავლო წრეზე მოსწავლის შეყვანა მშობელს თვეში დაახლოებით 30 ლარიდან და 100 ლარის ფარგლებში უჯდება.

როგორც etaloni.ge-სთან საუბრისას მასწავლებლები აღნიშნავენ, დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურეობაში სკოლები მათ მინიმალურ ანაზღაურებას სთავაზობენ.

როგორც ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი გვეუბნება: „გაკვეთილების შემდგომ გახანგრძლივებულ ჯგუფთან ვრჩები და ისეთივე დატვირთული და აქტიური სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, როგორც ჩვეულებრივ გაკვეთილების დროს. მიუხედავად იმისა, რომ გახანგრძლივებული წრე ფასიანია და არც ისე იაფი ღირს, სკოლა კაპიკებს გვაძლევს, რაც პრაქტიკულად იმ შრომის ნახევარსაც კი არ უდრის რასაც სკოლაში ვხრჯავთ. არადა მეორეს მხრივ დამატებით სამსახურზე უარის თქმა დამატებით შემოსავალზე უარის თქმასაც უდრის, რაც დღევანდელ დღეს არც ისეთი მარტივია“.  

საჯარო სკოლას შეუძლია დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურეობა მოსწავლეებს თავად შესთავაზოს და ამაში მის მიერ დაწესებული თანხა მოითხოვოს, ხოლო მასწავლებელს წინასწარ შეთანხმებული თანხა გადაუხადოს. სკოლის დირექტორების თქმით, გახანგრძლივებული წრის არსებობის შემთხვევაში სკოლა მასწავლებელს ანაზღაურებას წინასწარ უთანხმებს და შესაბამისად პედაგოგის ნებაა დათანხმდება თუ არა შემოთავაზებას.

გარდა ამისა, მასწავლებელს შეუძლია თავად შექმნას გახანგრძლივებული სწავლების წრე. ამისთვის პედაგოგი ნებართვას იღებს სკოლის დირექტორისგან, მისგან ქირაობს კლასს. ასეთ შემთხვევაში მშობელი გახანგრძლივებულ წრეზე ბავშვის ტარების საფასურს მასწავლებლებს ინდივიდიუალურად უხდის.

დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურეობის შეთავაზების შესაძლებლობა ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც არის გაწერილი:

„ყველა სკოლას შეუძლია, საკუთარი სურვილისა და შესაძლებლობების ფარგლებში, შესთავაზოს დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება. ეს შეიძლება იყოს დამატებითი საგანი ან წრე. აქვე მითითებული უნდა იყოს, ვინ ასწავლის ამ საგნებს. საათობრივ ბადეში სავალდებულო გაკვეთილებთან ერთად უნდა იყოს აღნიშნული ყველა დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება, ასევე დროის და პედაგოგის/წრის ხელმძღვანელის თუ სხვ. მითითებით“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება