სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

უცნაური ცრურწმენები, რომლებსაც გამოცდებზე მიმართავენ - თავის არდაბანა, ქათმის ბულიონი...
27-07-2020
-
+


სტუდენტები, მოსწავლეები და მასწავლებლებიც კი გამოცდების წინ ღელავენ და განსაკუთრებულად ემზადებიან. ასეთ დროს მათ მოსწონთ, დაიჯერონ, რომ მეცადინეობის გარდა, კიდევ არსებობს რამე, რაც მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ. ამიტომ ბევრს აქვს აქსესუარი, ტანსაცმელი თუ რაიმე რიტუალი, რომელსაც გამოცდის წინ აუცილებლად იხსენებს. იმის გამო, რომ ყველა კულტურა ერთმანეთისგან განსხვავდება, ყველას განსხვავებული წინასაგამოცდო ცრურწმენა აქვს.

„ეტალონი“ გთავაზობთ ჩამონათვალს, წარმატების რა „ფორმულას“ ფლობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები და მოსწავლეები წინასაგამოცდო პერიოდში.

თავის არდაბანა

გამოცდების პერიოდში შეიძლება იმდენი საქმე გქონდეთ, რომ თავის დასაბანადაც ვერ მოიცალოთ, თუმცა ნუ იდარდებთ, სამხრეთ კორეაში სჯერათ, რომ თავის დაბანა გამოცდის წინ სახიფათოა, რადგან შეიძლება მთელი ცოდნა თავიდან გამოგერეცხოთ და წყალს გაატანოთ.

ვაშლის მირთმევა

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში შესვენებაზე საგამოცდო პერიოდში ყველაზე მეტი ვაშლი იყიდება. ჩინურად ვაშლი ჟღერს, როგორც „პინგ გუო“, რაც ნიშნავს უსაფრთხოებას. ამიტომ ითვლება, რომ ვაშლი მათ გამოცდების მშვიდად და უსაფრთხოდ ჩაბარებაში დაეხმარებათ.

წითელი თეთრეულის ტარება

ჩინეთში წითელი ბედნიერების ფერია. ამიტომ მიიჩნევა, რომ გამოცდაზე წითელი ტანსაცმელი და წითელი თეთრეული უნდა გეცვათ. როცა ვიღაც ჩინეთში განსაკუთრებულ წარმატებას აღწევს, შეიძლება მას ჰკითხონ: „შენ რა, წითელ თეთრეულს ატარებ“?

ქათმის ბულიონი

მალაიზიაში, ჰონგ-კონგში, სინგაპურსა და ჩინეთში სჯერათ, რომ ქათმის ბულიონი ტვინს მუშაობასა და კონცენტრირებაში ეხმარება. ამიტომ გამოცდის წინა დღეებში ამ კერძს ყოველთვის მიირთმევენ.

ხელის ჩამორთმევისგან თავის შეკავება

ზამბიაში სჯერათ, რომ გამოცდის დღეს ხელის ჩამორთმევა არ შეიძლება, რადგან მთელი ცოდნა მეორე ადამიანს გადაეცემა. ამიტომ აქ საგამოცდო პერიოდში ხელს არავინ ჩამოგართმევთ, რომ მათ ცოდნა არ მოპაროთ.

კიტ-კეტი

გამოცდის დღეს იაპონელი სტუდენტები იაპონურ კერძს - კაცუდონს მიირთმევენ, რომელიც შემწვარი ღორის ხორცის, ბრინჯისა და კვერცხისგან მზადდება. ითვლება, რომ კაცუდონს წარმატება მოაქვს, რადგან მისი სახელწოდება იაპონურად ითარგმნება, როგორც „გამარჯვება“. ამ სიტყვის გამო იაპონიაში „კიტ-კეტის“ შოკოლადიც ბედნიერების სიმბოლოდ იქცა, რადგან მისი სახელი აქ წარმოითქმის, როგორც „კიტო-კატო“ და ჟღერს, როგორც „კიტო-კაცუ“ - ანუ „ნამდვილი გამარჯვება“.


კვერცხის ჭამისგან თავის შეკავება

ბანგლადეშში სჯერათ, რომ კვერცხის ჭამა არ შეიძლება, რადგან ის თავისი ფორმით ნულს წააგავს, რაც მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის არასასურველი შეფასებაა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება