სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

''იმ ბავშვებს, ვინც საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარა, ბედნიერი ცხოვრება ელით'' - ალექსანდრე ჯეჯელავა
08-06-2017
-
+


''იმ ბავშვებს, ვინც საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარა, ბედნიერი ცხოვრება ელით'' - ასე უპასუხა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ''რეალურ სივრცეში'' დასმულ შეკითხვას - რა ელით იმ მოსწავლეებს, ვინც საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარა, რას სთავაზობთ მათ?

ალექსანდრე ჯეჯელავამ განმარტა, რომ სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე ჩაჭრილ მოსწავლეებს პროფესიულ სასწავლებლებში შეუძლიათ ჩაბარება და ცოდნის მიღება. მისივე თქმით, პროფესიული განათლების შემთხვევაში დასაქმება გაცილებით უფრო მაღალია:

''მინდა გითხრათ, რომ ათი უმაღლესდიპლომიანიდან ოთხი საქმდება, ხოლო ათი პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულიდან შვიდს ექნება შანსი, რომ სამსახური ჰქონდეს. საქართველოში სამსახურს უწოდებენ გამგეობაში იურისტის თანამდებობას. ადამიანი, რომ შრომობს და რაღაცას აკეთებს, ასეთი სამსახური შვილებისთვის არ გვინდა. ოპერატორი (პროფესიული განათლების სპეციალობაა) არ გვინდა, აი, დირექტორი კარგი იქნებოდა, ან განყოფილების უფროსი. მოკლედ, ჩვენ თუ გვეყოლება, 3 მილიონ 700 ათასი განყოფილების უფროსი და ყველანი ვიქნებით ელჩები და იურისტები, ქვეყანა არ ვიქნებით. თუ გვინდა ვინმემ საქმე გააკეთოს, მაშინ პროფესიული განათლება მოდაში უნდა დაბრუნდეს. მინდა გითხრათ, რომ 50 წლის წინ უმაღლესი განათლება საერთოდ არ ითვლებოდა განათლებად, ხალხი ამბობდა, ხელობა უნდა იცოდეს ჩემმა შვილმა, რომ თავი ირჩინოს. მერე მოხდა ისე, რომ მეორე უკიდურესობაში წავედით'' - აღნიშნა მინისტრმა. 

ალექსანდრე ჯეჯელავა გამოსაშვებ და ეროვნულ გამოცდებზე ბარიერის აწევის მიზეზებზე საუბრობს

''სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე ჩაჭრილი 11 ათასი მოსწავლე საგანგაშო არ არის'' - ალექსანდრე ჯეჯელავა

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება