სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

რა უნდა მოვასწროთ ახალ წლამდე - 7 რამ, რაც დეკემბერში არ უნდა გამოგრჩეთ
04-12-2019
-
+


დეკემბერი ზამთრის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული, რომანტიკული და იმედებით სავსე თვეა. 

მთელი თვის განმავლობაში, ადამიანები ახალი წლის სამზადისით არიან დაკავებული: ახლობლებისთვის საჩუქრებს ყიდულობენ, საახალწლო მენიუს ადგენენ, რთავენ სახლს და არჩევენ სამოსს საახალწლო წვეულებისთვის. 

როგორც წესი, დეკემბერში ძველი წელი ცოტას თუ ანაღვლებს. დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, ყველა უკვე მომავალზე ფიქრობს, ადგენს გეგმებს და იფიქრებს სურვილებს.

მაგრამ ნუ იჩქარებთ. თუ გინდათ, რომ ბედნიერი 2020 წელი გქონდეთ, საჭიროა სწორად დაასრულოთ 2019.

თქვენთვის ჩვენ  მოვამზადეთ რჩევების მოკლე ნუსხა, რაც დაგეხმარებათ დრო უქმად არ დახარჯოთ: 

ჩამოწერეთ წლის წარმატებები

დაწერეთ რას მიაღწიეთ ამ წელიწადში. ეს მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ გაიგოთ, რამდენად ნაყოფიერი იყო ძველი წელი. ასევე ეს სია თქვენი ძლიერი მხარეების ფორმულირებაში დაგეხმარებათ.

მოემზადეთ სიახლეებისთვის

წარმატებული ადამიანები ამბობენ, რომ მწვერვალებს დაგეგმვის წყალობით მიაღწიეს. ასე რომ მოემზადეთ და გაწერეთ, რის კურსებზე გინდათ ჩაწერა, რა გინდათ რომ ახალი ისწავლოთ და სად გინდათ რომ წახვიდეთ. 

მოიშორეთ ყველაფერი ძველი და უსარგებლო

ახალ წლამდე სახლის ძველი და არასაჭირო ნივთებისგან გათავისუფლებით, თქვენ ახლისთვის ათავისუფლებთ ​არა მხოლოდ საკუთარ საცხოვრებელ სივრცეს არამედ აზრებსაც.

ასევე მოაწესრიგეთ სამუშაო ადგილი,  მოიშორეთ ზედმეტი და უსარგებლო ნივთები, გადაყარეთ გატეხილი ტექნიკა.

გაისტუმრეთ ვალები

ვინმეს რაიმეს შეჰპირდით? ახლა სწორედ რომ დროა ყველაფერი გაიხსენოთ და ვალები დააბრუნოთ.

ითხოვეთ პატიება და აპატიეთ თავად

ყველაფერი ცუდი ძველ წელს დაუტოვეთ. თუ ვინმეს აწყენინეთ ბოდიში მოიხადეთ, თუ გაწყენინეს აპატიეთ.

არ დაგავიწყდეთ მადლობის გადახდა

წლის ბოლო  შესანიშნავი დროა მეგობრებისთვის და ახლობლებისთვის მადლობის გადასახდელად, მათთვის ვინც მთელი წელი თქვენს გვერდით იყო და თქვენს წარმატებაში წვლილი მიუძღვის.

დაგეგმეთ საახალწლო წვეულება და შეიძინეთ საჩუქრები ახლობლებისთვის 

წინასწარ შეადგინეთ ახლობლებისა და მეგობრების საჩუქრების სია. ნუ გადადებთ საჩუქრების შეძენას დეკემბრის ბოლო დღეებში. იმისთვის რომ ახალ წელს საზეიმოდ დახვდეთ წინასწარ მოიფიქრეთ ვისთან და როგორ შეხვდებით ახალ წელს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება