სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სექტემბრიდან სასკოლო ექსკურსიების ახალი პროგრამა ამოქმედდება
05-06-2017
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სასკოლო ექკურსიების ახალი პროგრამის დანერგვა დაიწყო და ახალი სასწავლო წლიდან ეს მიმართულება უფრო გაფართოვდება. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

"სასკოლო ექსკურსიებზე ძირითადი ცვლილება არის ის, რომ ჩვენ გვინდა გასვლითი გაკვეთილის ფორმა მიიღოს. ტრადიციული ექსკურსიების წინააღმდეგი არ ვარ, რა თქმა უნდა, თუმცა გვინდა, რომ მეტი შემეცნებითი დატვირთვა ჰქონდეს და ამიტომ შევქმენით კატალოგი. ეს არის მიმღები ორგანიზაციების კატალოგი, რომელსაც აქვს სპეციალური პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვის და ჩვენ ვეუბნებით სკოლებს, რომ თუკი ამ კონკრეტულ ადგილებში წაიყვანენ ბავშვებს და ჩაატარებენ გასვლით გაკვეთილებს, მაშინ  დამატებითი ანაზღაურების მიღების საშუალება ექნება მასწავლებელს. წელს დაიწყო ამის დანერგვა, ცალკეული შემთხვევები გვქონდა. მომავალი სასწავლო წლიდან, სექტემბერიდან უფრო ფართო გავრცელება ექნება", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება