სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

''სოფლის სკოლებში პედაგოგების კვალიფიკაციის პრობლემა დგას'' - ალექსანდრე ჯეჯელავა
03-06-2017
-
+


დღეს, თბილისში გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა - ''სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები''. 

კონფერენცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა. მინისტრმა სასკოლო განათლებაში არსებულ  პრობლემებზე საუბრისას ერთ-ერთ მთავარ პრობლემად პედაგოგების კვალიფიკაციის საკითხი გამოყო. მისი თქმით, სულ ორი წელია, რაც პედაგოგიურ პროგრამებზე გრანტები გაჩნდა. მანამდე ამ გრანტებზე არც მოთხოვნა იყო და არც განათლების სამინისტროს მხრიდან იყო აქტიურობა. 

''მთავრობის ბოლო სხდომაზე ჩვენ ახალი გრანტებიც დავამტკიცეთ. დაახლოებით 1000 პოტენციური მასწავლებელი შეუერთდება ამ კოჰორტას. თუმცა მოსაფიქრებელია და აქტიურად ვმუშაობთ სოფლისა და ეთნიკური უმცირესობების სკოლებში, რადგან აქ კვალიფიკაციური კადრების პრობლემა დგას. ქალაქის სკოლებში პედაგოგების კორპუსის განახლება ყოველთვის ხდება, მაგრამ რაიონებში ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს'', - აღნიშნა მინისტრმა.

ალექსანდრე ჯეჯელავა რაიონებში პედაგოგების კვალიფიკაციის ასამაღლებლად მატერიალურ წახალისებასაც აპირებს.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება