სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

''გამოსაშვებ გამოცდაზე ჩაჭრილ მოსწავლეებს გადაბარების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ'' - მარიამ ჯაში
03-06-2017
-
+


პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ იმ მოსწავლეებს, რომლებიც სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე ტექნიკური მიზეზებისა თუ ემოციური ფონის გამო ჩაიჭრნენ, გამოცდის გადაბარების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.

ამის შესახებ მან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე - ''სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები'' ისაუბრა. 

გამოცდების გადაბარებასთან დაკავშირებით დასმულ საკითხს და პროცესის ჰუმანიზაციის მნიშვნელობაზე საუბარს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშსა და ერთ-ერთი სკოლის წარმომადგენლს შორის კამათი და თემის განხილვა მოჰყვა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გადაბარების მოლოდინი ბავშვებში მოდუნებას იწვევს და ეს სასკოლო განათლების გამოწვევების გაუმჯობესებას ხელს ვერ შეუწყობს. მარიამ ჯაშმა პასუხად ბავშვების ემოციურ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ბარიერის ვერგადალახვის გამო, რამდენიმე მოსწავლეს სუიციდის მცდელობა ჰქონდა.

''მძიმე ემოციური ფონის გამო, სუიციდის მცდელობის ფაქტებიც დაფიქსირდა. სტატისტიკის მოყვანა გამიჭირდება, თუმცა საზოგადოებაში გავრცელებული აზრის თანახმად, მძიმე ემოციის ფონზე რამდენჯერმე ყოფილა მსგავსი მცდელობა. სწორედ ამიტომ აუცილებელია პროცესის ჰუმანიზაცია და გათვალისწინებულ უნდა იქნას შემთხვევები, როდესაც მოსწავლემ ტექნიკური პრობლემებისა თუ ემოციური ფონის გამო ვერ მოახერხა ჩაბარება'', - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მარიამ ჯაშს გადაბარების საკითხის განხილვას დაპირდა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება