სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

''აღმოჩნდა, რომ არსებული ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა სკოლებში ვერ მოხდა'' - მაია მიმინოშვილი
03-06-2017
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტის ორგანიზებით, სასტუმრო "ბილტმორში" კონფერენცია ''სახელმწიფო და საერთაშრისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები'' მიმდინარეობს.

ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, კონფერენცია აქტუალური განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა,რაც მეთორმეტეკლასელების გარკვეულმა ნაწილმა საატესტატო გამოცდებში ბარიერი ვერ გადალახა. 

''ყურადსაღები გამოწვევაა ის, რომ სოფლისა და ქალაქის სკოლების მოსწავლეების შედეგებს შორის დიდი სხვაობაა. ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩვენ ვარღვევთ ფუნდამენტურ - თანაბარი განათლების ხელმისაწვდომობის პრინციპს. კვლევების მიხედვით, სამწუხაროდ, ქალაქის სკოლის მოსწავლეებს გაცილებით უკეთესი შედეგები აქვთ, ვიდრე სოფლის სკოლის მოსწავლეებს, თუმცა რომელიმე სოფელს და რაიონს ვერ გამოვყოფ. ეთნიკური უმცირესობების სკოლებში კიდევ უფრო დაბალი შედეგებია,"- აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მასწავლებლების კვალიფიკაციას ამ შედეგებზე დიდი გავლენა აქვს, თუმცა, პირველ რიგში, პრობლემების გამომწვევ მიზეზებს შორის განათლების სისტემის სწორად მოწყობის საკითხია.

''აღმოჩნდა, რომ არსებული ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა სკოლებში არ არის შესაძლებელი. მიღწეულ ეროვნულ სასწავლო გეგმასა და დაგეგმილ ეროვნულ სასწავლო გეგმას შორის დიდი სხვაობაა. ასე რომ, მხოლოდ პედაგოგებზე ვერ ვისაუბრებთ," - აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება