სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

''ხარისხიანი პედაგოგების გარეშე შეუძლებელია ხარისხიანი სწავლება'' - ალექსანდრე ჯეჯელავა
03-06-2017
-
+


სასტუმრო ''ბილტმორში'' შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, კონფერენცია ''სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები'' მიმდინარეობს.

კონფერენციაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სასკოლო განათლებაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საატესტატო გამოცდების შედეგი (ჩაჭრილი 11 ათასი მოსწავლე) პრობლემების არსებობაზე მიუთითებს და სასკოლო განათლების სისტემაზე მუშაობა აუცილებელია.

''კვლევების შედეგების შეფასებისას იკვეთება ორი ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზი და პრობლემა. სწორედ ამ ხარვეზების განსახილველად შევიკრიბეთ და ამ ორი დღის განმავლობაში გამოსავლის პოვნას შევეცდებით. პირველი პრობლემა, რასაც ხაზს გავუსვამდი არის ის, რომ სოფლის სკოლებსა და ქალაქის სკოლებს შორის შედეგიანობის კუთხით ძალიან დიდი განსხვავებაა. ეს ფაქტი ნათელს ხდის, რომ სოფლის სკოლებს უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება და იქ მასწავლებლების კვალიფიკაციის პრობლემის საკითხიც დგას. ხარისხიანი პედაგოგების გარეშე შეუძლებელია ხარისხიანი სწავლება. მეორე - ეს არის ეთნიკური უმცირესობების სკოლების საკითხი. აქ კიდევ უფრო დაბალი შედეგიანობაა, ვიდრე სოფლის სკოლებში. ამ შემთხვევაში მდგომარეობის გამოსასწორებლად, ვფიქრობ, სახელმძღვანელოების პრობლემების მოგვარებაც დგას. აქ პედაგოგების კორპუსი არ შეცვლილა 20-25 წლის განმავლობაში. ამ თემას ხვალ დეტალურად განვიხილავთ'' აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრმა სასკოლო განათლებაში არსებული პრობლემების სხვა გამომწვევ მიზეზებზეც ისაუბრა და მათ შორის გამოყო ინფრასტრუქტურა და პედაგოგების ფინანსური დაინტერესება
 
კონფერენცია 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. Etaloni.ge კონფერენციაზე განხილულ საკითხებს ოპერატიულ რეჟიმში მოგაწვდით.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება