სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

''მასწავლებლის ეროვნული ჯილდო'' სტარტს იღებს
31-05-2017
-
+


საქართველოში პირველად ''მასწავლებლის ეროვნული ჯილდო'' დაწესდა.

კოალიცია ''განათლება ყველასათვის - საქართველომ'' და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ''მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს'' პრეზენტაცია გამართა, რომელზეც საზოგადოებას კამპანიის ეტაპების, კონკურსის პირობების, საკონკურსო კომისიის, კამპანიის მხარდამჭერების, ფინალური ღონისძიებისა და ეროვნული ჯილდოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 

''მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს'' კონკურსში მონაწილეობის მსურველ მასწავლებლებს რეგისტრაციის გავლა დღეიდან 14 ივლისის ჩათვლით შეეძლებათ. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ელექტრონული სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით, ვებგვერდზე www.tprize.ge

კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, ''მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს'' პირველი მფლობელი გახდება. 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო ან კერძო სკოლის მასწავლებლებს.

აპლიკანტები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩევიან:

  • მოსწავლეების სწავლის შედეგების გაუმჯობესება;
  • სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება;
  • ზოგადსაკაცობრიო მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და პრინციპების სწავლება;
  • საზოგადოებრივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა;
  • პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება.

კონკურსანტთა შერჩევის სამეტაპიან პროცესს 17 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. ჟიურიში შედიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები. 

გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან - ინა გუდავაძე-პატარკაციშვილისგან 10 000 ლარი გადაეცემა.

როგორც პრეზენტაციაზე აღნიშნეს, ''მასწავლებლის ეროვნული ჯილდო'' მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.

''მასწავლებლის ეროვნული ჯილდო'' კოალიცია ''განათლება ყველასათვის - საქართველოს'', ''მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრსა'' და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში პირველად ხორციელდება და მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის - ''The Global Teacher Prize'' ნაწილია.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება