სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ახმედ კახიძე - მასწავლებელი, რომელიც 49 წელია სკოლაში მათემატიკას ასწავლის
14-06-2017
-
+


ახმედ კახიძე 49 წელია სკოლაში მასწავლებლად მუშაობს. იგი მოსწავლეებს მათემატიკას ასწავლის და როგორც თავად აღნიშნავს, ამჟამად მაჭახლის ხეობის ყველა სკოლაში მათემატიკას მისი მოსწავლეები ასწავლიან. 

1. ბატონო ახმედ, მოგვიყევით თქვენ შესახებ,  რამდენი წელია რაც სკოლაში ასწავლით?

1946 წლის 7 სექტემბერს დავიბადე, 1963 წელს დავამთავრე ჩხუტუნეთის საშუალო სკოლა, იმავე წელს ჩავაბარე შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც 1968 წელს დავამთავრე. ამავე წელს დავინიშნე ჩემს მშობლიურ სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად. წელს 49-ე წელი შევასრულე სკოლაში მუშაობის. ჩემი ხეობის ყველა სკოლაში ჩემი მოსწავლეები ასწავლიან მათემატიკას. 1970 წელს დამაჯილდოვეს მედლით" ვ.ი. ლენინის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით, სამხედრო მამაცობისათვის'', 1974 წელს სამკერდე ნიშნით "1973 წელს სოციალისტურ შეჯიბრებაში გამარჯვებული." 1975 წელს "საპატიო სიგელით" - განათლების განყოფილება. 1983 წელს მომენიჭა "სახალხო განათლების წარჩინებულის'' წოდება. 1984 წელს მიღებული მაქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მეორე ხარისხის დიპლომი კაბინეტ-ლაბორატორიების რესპუბლიკურ დათვალიერება-კონკურსში მიღწეული წარმატებისათვის. 1985 წელს მიღებული მაქვს ქების სიგელი აჭარის განათლების სამინისტროს - ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 40 წლისთავისადმი მიძღვნილი 31-ე რესპუბლიკურ კონკურსში - "ნორჩი ტექნიკის სამშობლოს" აქტიური მონაწილეობისათვის. 1986 წელს მიღებული მაქვს აჭარის განათლების სამინისტროს ქების სიგელი 32-ე რესპუბლიკურ კონკურსში "ნორჩი ტექნიკოსი სამშობლოს აქტიური მონაწილეობისთვის. ჩემი მოსწავლეები ყოველწლიურად მონაწილეობდნენ კონკურსში "ნორჩი ტექნიკოსი სამშობლოს აქტიური მონაწილეობისთვის'', აქვთ ჯილდოები. 1988 წელს მომანიჭეს უფროსი მასწავლებლის წოდება. 1991 წელს მომანიჭეს უმაღლესი კატეგორია. 2008 წელს მომანიჭეს პრეზიდენტის სტიპენდია. 

2. როგორია თქვენი სკოლა და თავად მოსწავლეების შესახებ რას გვეტყოდით?

ჩვენი სკოლა კარგი იყო და დღესაც კარგია. კარგი ძლიერი პედკოლექტივი გვყავს. უმრავლესი სერტიფიცირებული პედაგოგია. ყოველწლიურად ორი, სამი, ან ოთხი მოსწავლე ირიცხება სხვადასხვა ინსტიტუტსა და უნივერსიტეტში. 

3. გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები ინტელექტ-შეჯიბრ ''ეტალონის'' შესახებ.

მედიაპროექტი "ეტალონი" მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდების პიროვნებად ჩამოყალიბებაში, ახალ თაობას უღვივებს ცოდნის ინტერესს. ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი ასსრულებს მეტად საპასუხისმგებლო და მამულიშვილურ საქმეს. "ეტალონი"ეროვნულ ღირებულებებზეა დაფუძნებული. ძალიან მომწონს ეს პროექტი და მისი წამყვანი ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი და ამაყი ვარ, რომ პირადად გავიცანი.


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

ვინ ჩააბარებს ექსტერნატის გამოცდას?  - რა უნდა გაითვლიასინოთ სასწავლო წლის ბოლოს

ცნობილია, რომელი სკოლების შესახებ იმსჯელებს ავტორიზაციის საბჭო

რა შემთხვევაში გაუქმდება პირველკლასელის სკოლაში რეგისტრაცია - მნიშვნელოვანნი ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ 

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლის დირექტორებს წინასაარჩევნო კამპანიაში მასწავლებელთა და მოსწავლეთა ჩართვის გამო გაათავისუფლებენ - ფაშინიანმა პირადად მოსთხოვა განცხადების დაწერა

პიროვნება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება