სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თბილისის მესამე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი
30-05-2017
-
+


თბილისის მესამე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი მწერალთა სახლის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით 29 მაისს გაიხსნა და  2 ივნისამდე გაგრძელდება.

 ფესტივალის ფარგლებში თბილისს  17 ქვეყნიდან 23 ავტორი ეწვია. ფესტივალის პროგრამა  პოეზიის საღამოებს, საჯარო ლექციებს, წიგნის პრეზენტაციებს და პანელ-დისკუსიებს მოიცავს.

თბილისის მესამე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება როგორც  მწერალთა სახლში, ასევე გოეთეს ინსტიტუტში,  კავკასიურ სახლში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამეფო უბნის თეატრში, ეროვნული ბიბლიოთეკის ღვინის დარბაზში და  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ფესტივალის განსაკუთრებული სტუმრები არიან გერმანელი ავტორები და გამომცემლები. ქართულ-გერმანული მეგობრობის 2017-18 წლების ფარგლებში, გოეთეს ინსტიტუტი, თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ერთობლივად ჩაატარებენ ქართველი და გერმანელი ავტორების შეხვედრებს, პრეზენტაციებსა და სარეზიდენციო პროგრამებს.

ორგანიზატორების თქმით , 2018 წელს, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა იქნება და  სწორედ ამ საპასუხისმგებლო მისიის მოსამზადებლად იგეგმება აქტიური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ამ პროგრამის ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს.

იხილეთ ფოტოები



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება