სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

''ჩვენი ახალი ძალა არის ჩვენი ინტელექტი, ჩვენი წიგნიერება, ჩვენი ისტორია, შოთა რუსთაველი არის მთავარი იარაღი'' - ალექსანდრე ჯეჯელავა
26-05-2017
-
+


საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თბილისსა და ფოთში, საზოგადოებას მრავალფეროვან საგანმანათლებლო ღონისძიებას შესთავაზებს, რაც მთელის დღის განმავლობაში გაგრძელდება.   

რუსთაველის გამზირზე, თბილისის კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის თავისუფალი გაკვეთილები იმართება თემებით: რობოტიკა, ინჟინერია, მონოტიპია, სამაგიდო თამაშები, ქიმიური ექსპერიმენტები, ძერწვა და პროგრამირება.


რუსთაველის გამზირზე იმყოფება განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. 

ტელეკომპანია ''იმედის'' პირდაპირ ეთერში საუბრისას, ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, რომ ახალი ძალა არის ჩვენი ინტელექტი, ჩვენი წიგნიერება, ჩვენი ისტორია, შოთა რუსთაველი არის მთავარი იარაღი: 

''დღეს გვინდა, რომ მოსწავლეებს ვინც აქ მოვლენ, ჩავუტაროთ ''თავისუფალი გაკვეთილები'' და ვაჩვენოთ სკოლის მომავალი. რაც შეეხება ბავშვებთან ურთიერთობას, ბავშვებთან უერთიერთობა ჩემი სამსახურის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენი ახალი ძალა არის ჩვენი ინტელექტი, ჩვენი წიგნიერება, ჩვენი ისტორია, შოთა რუსთაველი არის მთავარი იარაღი, რომელსაც ჩვენ შოთა რუსთაველის გამზირზე ვაჩვენებთ. ამაზე ძლიერი იარაღი ჩვენს ქვეყანას და ერს არა აქვს. მინისტრმა ჟურნალისტის თხოვნით,''ვეფხისტყაოსნიდან'' საზეპიროც კი თქვა.''  


მხოლოდ ერთი დღით, სპეციალურად 26 მაისისთვის, „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ გამოფენა გაიხსნება,  სადაც კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის მოწყობილ საგამოფენო სივრცეში, ცენტრის უნიკალური მულაჟები გამოიფინება.

მთელი დღის განმავლობაში იფუნქციონირებს „ზღაპრული კარვები“, სადაც შესაძლებელი იქნება  „ვეფხისტყაოსნის“ფორიზმების კალიგრაფიული შესრულება და „ვეფხისტყაოსნის“ სტროფის გადაწერა; ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრატორებთან ერთად, ქაღალდის დაძველებისა და წიგნის აკინძვის ტექნიკის  გაცნობა და ამ პროცესებში მონაწილეობა;  „ვეფხისტყაოსნის“ გმირებისა და პოემის ცალკეული ეპიზოდების გამოსახულებით ალბომის გაფერადება.

„საბუნებისმეტყველო კარავში“ კი მოზარდებს შეეძლებათ დარგონ ნერგები, მიიღონ ინფორმაცია მცენარეების სამკურნალო თვისებებზე და ჯანსაღ კვებაზე.


საგანმანათლებლო ღონისძიებებით დატვირთული იქნება ფოთიც, სადაც სტუდენტური კონცერტის გარდა, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების ორგანიზებული გამოფენა მოეწყობა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

 სად ჩატარდება „თბილისობა“ 2026 - ლოკაციების ჩამონათვალი და სხვა დეტალები

დაკავებული ექვსი არასრულწლოვნიდან ერთ-ერთმა მოტოციკლი გაიტაცა, მეორემ მიკროავტობუსი - დეტალებს შსს ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საზეიმო მიღებამ, მორთულ-მოკაზმულმა სასკოლო სივრცემ და პედაგოგთა თბილმა დახვედრამ ბავშვებს ლამაზი ემოციები აჩუქა

სასწავლო პროცესის განახლებას სკოლის დირექცია და პედაგოგები სრული მზადყოფნით შეხვდნენ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება