| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შემოდგომაზე ორგანიზებულ მასწავლებელთა გამოცდიდან საერთო ჯამში 7 აპლიკანტი მოიხსნა - აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"გამოცდების პერიოდში დაფიქსირდა რამდენიმე დაგვიანების და გამოცდიდან მოხსნის 7 შემთხვევა. ეს იყო ძირითადად მობილურის და დამხმარე მასალის ე.წ შპარგალკის შეტანის მცდელობა. დაგვიანების შემთხვევა როგორც ვიცი 10-ზე მეტი იყო, თუმცა თუ გავითვალისწინებთ რომ 2600-ზე მეტი აპლიკანტი აბარებდა გამოცდას, ეს დაგვიანების შემთხვევები მინიმალურია", - განაცხადა გორგოძე.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს ნაშრომების გასწორება და პირველადი შედეგები ეტაპობრივად გამოცხადდება. სააპელაციო განაცხადების მიღება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება.
ცნობისთვის, 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისთვის ტესტირება 2 ნოემბერს დაიწყო და 8 ნოემბერს დასრულდა. პირველადი მონაცემებით, 26 600-მდე აპლიკანტიდან ტესტირებაზე გამოცხადდა 80%-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი.
ტესტირება მთელი საქართველოს მასშტაბით 8 ქალაქში გახსნილ 13 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობდა. პროცესმა მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე ჩაიარა. წელს პრაქტიკოს მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება, მასწავლებლობის მსურველებს კი საგნის გამოცდის ჩაბარების უფლება მეორედ მიეცათ.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„თუ კარგად მოვუსმენთ ჩვენს მოსწავლეებს, დავინახავთ, რომ სკოლებში ჩაგვრა არის!“
„თუ კარგად მოვუსმენთ ჩვენს მოსწავლეებს, დავინახავთ, რომ სკოლებში ჩაგვრა არის!“
„თუ კარგად მოვუსმენთ ჩვენს მოსწავლეებს, დავინახავთ, რომ სკოლებში ჩაგვრა არის!“
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ