სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რეფორმები, რომლებიც მიხეილ ბატიაშვილის სახელს უკავშირდება - რა გააკეთა მინისტრმა 1 წელსა და 4 თვეში?
07-11-2019
-
+


1 წლისა და 4 თვის შემდეგ, მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დატოვა. ის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე 2018 წლის ივლისში დაინიშნა. 

etaloni.ge მოკლედ გაგაცნობთ ინფორმაციას რამდენიმე რეფორმის შესახებ, რომელიც ბატიაშვილის მინისტრობის პერიოდში დაიწყო:

სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება - 2018-2019 სასწავლო წელს მე-11 და მე-12 კლასელებისთვის მოიხსნა გამოსაშვები გამოცდები;

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში დაგეგმილი ცვლილებები - კრედიტქულების დაგროვების სისტემა 2020 წლიდან უქმდება;  პედაგოგები ასევე გათავისუფლდებიან თვითშეფასების ვალდებულებისაგან;

საჯარო სკოლის პედაგოგების, დირექტორების, ადმინისტრაციის, ტექნიკური პერსონალის და საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლების ანაზღაურების ზრდა
-  მათი ხელფასების ზრდა 2019 წლის ოქტომბრიდან დაიწყო;

ფულადი ჯილდოს შეთავაზება საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის - განათლების რეფორმის ფარგლებში, საპენსიო ასაკს მიღწეულმა მასწავლებლებმა, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღეს. საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ჯილდოს მისაღებად ნების გამოხატვა 2019 წლის ბოლომდე შეუძლიათ. ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი წლის ბოლოს განხორციელდება;

სკოლებში ახალი კადრების მოზიდვა - ოქტომბრის მონაცემებით, წელს მასწავლებლად მუშაობის დაწყების უფლება 1890 პედაგოგმა მოიპოვა;

მაძიებლობის პროგრამის ამოქმედება - უსტატუსო მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის ამოქმედდა პროგრამა, რომლის ძირითად უპირატესობას, სკოლაში დასაქმებების პარალელურად, მასწავლებლობის უფლების მოპოვება წარმოადგენს.

პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ - პროექტში 165 საჯარო სკოლაა ჩართული და 2024 წლამდე ეტაპობრივად საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდება. განათლების სამინისტროს ცნობით, მისი მიზანია, ჩამოაყალიბოს კრიტიკულ აზროვნებაზე, პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო, რომელიც მოზარდს 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნას და უნარ-ჩვევებს მისცემს;

ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელი - 2020 წლისთვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტი ჩააბარებს 3 გამოცდას - ქართულ ენასა და ლიტერატურას, უცხო ენებს და მესამე არჩევით საგანს. რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას, ის სავალდებულო აღარ იქნება და უნივერსიტეტებს ექნებათ უფლება დაამატონ ის, როგორც პროგრამის რელევანტურ არჩევით გამოცდად;

პროფესიული განათლება  - დაგეგმილია ახალგაზრდების პროფესიული მიმართულებით დაინტერესება და მათთვის მომზადება-გადამზადების პროგრამების შეთავაზება. პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების ატესტატს გაუთანაბრდება;

უმაღლესი განათლება - შემუშავდა ორწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG 2015) დანერგვას ისახავს მიზნად. იგეგმება ცენტრის გაწევრიანება ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR), რაც სამინისტროს ინფორმაციით, უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული დიპლომების უპირობო აღიარებას ევროპაში და ქართველი და უცხოელი სტუდენტების მობილობას.

მიხეილ ბატიაშვილმა მინისტრობის პერიოდში პროექტების ნაწილის განხორციელება მოასწრო, რიგი ინიციატივები კი დაწყებულია ან დაწყებას გეგმავდა. გააგრძელებს თუ არა წინამორბედის რეფორმებს მომავალი მინისტრი, დრო გვიჩვენებს. 

იხილეთ ასევე:

მიხეილ ბატიაშვილის განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ - „იმედს გამოვთქვამ, არ მოჰყვება პოლიტიკური სპეკულაციები“

მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის პოსტს ტოვებს


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საჯარო სკოლებში ახალი პროგრამა დაინერგება - ვის ეხება გადამზადება

სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია

სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში

2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლების 7 ათასზე მეტ მედალოსანს სერტიფიკატი დღემდე არ მიუღია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება