სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ფულადი ჯილდოს მიღების სურვილი 6 000-მა საპენსიო ასაკის პედაგოგმა გამოთქვა
03-07-2019
-
+


მთელი საქართველოს მასშტაბით, ფულადი ჯილდოს მიღების სურვილი 6 000-მა საპენსიო ასაკის პედაგოგმა გამოთქვა. ამის შესახებ განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ პედაგოგს 2019 წლის ბოლომდე შეუძლია გამოხატოს ჯილდოს მირების სურვილი.

მისივე თქმით, ჯილდოს გაცემის პირველი ეტაპი აგვისტოს ბოლოს ან სექტემბერში  დაიწყება, მეორე ეტაპი კი - 2019 წლის ბოლოს ან 2020 წლის დასაწყისში.

„სკოლებისთვის და მასწავლებლებისთვის განცხადების დაწერა არ მოგვითხოვია, რადგან ეს იყო პროცესი, ინიციატივა და უნდა გვენახა, რამდენად მოისურვებდნენ მასწავლებლები ამ შესაძლებლობებით სარგებლობას. სკოლებს ვთხოვეთ, მსჯელობა ყოფილიყო კათედრებზე ამის შესახებ და მოეგროვებინათ პირველადი ინფორმაცია მსურველი მასწავლებლების შესახებ. პირველადი მონაცემებით, 6 000 მასწავლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით, ვინც არის მსურველი, ჯილდოთი ისარგებლოს, თუმცა ეს პროცესი გრძელდება. ვადა არ დაგვიწესებია, ვთქვით, რომ მასწავლებელს ნებისმიერ დროს შეუძლია გამოხატოს სურვილი 2019 წლის ბოლომდე. ცხადია, იმის მიხედვით, როდის გამოხატავენ სურვილს, ეტაპობრივად მიიღებენ ჯილდოს“,- განაცხადა ირინა აბულაძემ.

მან ასევე აღნიშნა რომ სამინისტრო მუშაობს დოკუმენტაციაზე,  რაც ჯილდოს გაცემის ორგანიზებისთვისაა საჭირო.

„ვმუშაობთ მთავრობის განკარგულების პროექტზე, რომლის მეშვეობითაც შევა ცვლილება მასწავლებლის პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემაში, სადაც მთავრობის ხელმძღვანელისა და მთავრობის მიერ ჩანაწერი დამტკიცდება, ეს იქნება უახლოეს მთავრობის სხდომაზე. ვგეგმავთ, რომ ჯილდოს გაცემის პირველი ეტაპი დავიწყოთ აგვისტოს ბოლოს ან სექტემბერში და მეორე ეტაპი - წლის ბოლოს ან შემდეგი წლის დასაწყისში. ასევე ვმუშაობთ სხვადასხვა თანმხლებ დოკუმენტაციაზე, რაც საჭიროა ჯილდოს გაცემის ორგანიზებისთვის, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად. ასე რომ, პროცესი მიმდინარეობს, პირველი ეტაპის ინფორმაცია შეგროვებულია, დაგეგმილია ეტაპები, სამთავრობო განკარგულება გამოვა რამდენიმე დღეში და ტექნიკური პროცესი გაგრძელდება. გასავლელია ტექნიკური პროცესები, რაც არ შეგვიშლის ხელს იმაში, რომ სასწავლო წლის დაწყებისთვის პირველი ეტაპის ჯილდოები გავცეთ იმ მასწავლებლებზე, პენსიონერ, ღირსეულ პედაგოგებზე, რომლებმაც გამოხატეს სურვილი“, - განაცხადა აბულაძემ.

შეგახსენებთ, რომ საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგთა რაოდენობა 10 ათასს აღემატება. 

ასევე იხილეთ: „800-მა პედაგოგმა გადაიფიქრა მასწავლებელთა გამოცდაზე გასვლა, მათი უმეტესობა საპენსიო ასაკისაა“ - სოფო გორგოძე

როდის უნდა განაცხადონ საპენსიო ასაკის პედაგოგებმა პროფესიიდან გასვლის შესახებ, რათა ფულადი ჯილდო მიიღონ - ვადები და პროცედურები

როგორ უნდა გამოითვალონ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა ფულადი ჯილდოს ოდენობა?


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

1 წლამდე ასაკის ბავშვის ზღვის კურორტზე წაყვანა რეკომენდირებული არაა - 4 მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება