TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სკოლის ატესტატს გაუთანაბრდება
04-02-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილესთან ირინა აბულაძესთან და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსთან ირინა წეროძესთან ერთად, განათლების რეფორმის ფარგლებში, პროფესიული განათლების მიმართულებით პრეზენტაცია წარადგინა.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, პროფესიული განათლების სისტემის განვითარება არაერთ მიმართულებას მოიცავს და ორიენტირებულია კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე, რეგიონული განვითარების საჭიროებების გათვალისწინებით, სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და სწრაფ დასაქმებაზე.

პროფესიული განათლების რეფორმის მომდევნო, სამწლიანი ფაზის პერიოდში გათვალისწინებულია ახალი საგანმანათლებლო სერვისების შეთავაზება, როგორც ახალგაზრდების ასევე ზრდასრული მოსახლეობისათვის.

პროფესიული სასწავლებლის დიპლომი  სრული ზოგადი განათლების დიპლომს გაუთანაბრდება, კერძოდ კი საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდებს (9 კლასი) საშუალება მიეცემათ, პროფესიის შესწავლის პარალელურად, სრული ზოგადი განათლება მიიღონ. 

„2018 წლის ოქტომბერში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან ინტერვენციას მოიცავს ჩვენს სისტემაში. პირველ რიგში ეს არის ის რომ საბაზო განათლების მქონე ადამიანებისთვის პროფესიულ პროგრამაზე ჩაბარების შემთხვევაში, მათ შესაძლებლობა ექნებათ, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი მიიღონ. ანუ მათ პროფესიის შესწავლასთან ერთად საშუალება ექნებათ ისწავლონ მე-10,11, 12 კლასის მასალა. თუკი საბაზო განათლება აიწევს მე-10 კლასამდე, მაშინ ეს იქნება მე-11, 12 კლასის მასალა. კანონის მიხედვით, 2019 წლის მაისიდან განათლების სამინისტრო ეტაპობრივად დაიწყებს ამ პროგრამის განხორციელებას და აღებული დიპლომი იქნება გათანაბრებული სრულ ზოგად განათლებასთან. პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, ამ პროგრამებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით დავიწყებთ მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო შემდგომში მოხდება მასშტაბის ზრდა. ამ სიახლის სრულად დასანერგად ჩვენ გვაქვს 2 წელი“, – განაცხადა ირინა წეროძემ.

პრეზენტაციაზე ასევე აღნიშნეს, რომ სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს (12 კლასი) შესაძლებლობა ექნებათ, ისწავლონ უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც შემუშავებულია დამსაქმებლების მონაწილეობით.

ფორმალური განათლების ფარგლებში, სწრაფი დასაქმებისთვის, მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსებით გათვალისწინებულია ასევე ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება, რაც გულისხმობს მოსახლეობის უნარების განახლებას ან ახალი კომპეტენციების შეძენას.

სამწლიანი ფაზა მიზნად ისახავს ასევე: არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმების დანერგვას; პროფესიული პროგრამების განხორციელებაში დამსაქმებლების ჩართულობის ხელშეწყობას, სამუშაოზე დაფუძნებული/დუალური სწავლების მასშტაბების გაზრდით; გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვას; პროფესიული კონსულტირების სისტემის განვითარებას; პროფესიული განათლების მასწავლებლების, პროფესიული განვითარების ახალი მოდელის დანერგვას.

რეფორმა მოიცავს ასევე რეგიონული დაფარვის გაუმჯობესებას, ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებითა და საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელის გამოყენებით.

გარდა ამისა, პროფესიულ სასწავლებლებში გაძლიერდება სამეწარმეო განათლება და ინოვაციური სწავლება. განვითარდება მაღალტექნოლოგიური ცენტრები (EXCELLENCE CENTERS), რომლებიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომავლის პროფესიების შესწავლას და ტექნიკური, ციფრული, სამეწარმეო და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ განათლების რეფორმის ფარგლებში 10 ძირითადი მიმართულება გამოყო მოდულების სახით, რომელთაც საზოგადოებას პრეზენტაციების სახით აცნობს.  

10-ვე მოდულის მიხედვით პანელები ასე გადანაწილდა:

1. სკოლამდელი და ზოგადი განათლება

2. ინფრასტრუქტურული პროექტები

3. ინოვაცია და ტექნოლოგიები

4. უსაფრთხო სკოლები

5. ეროვნული გამოცდები

6. მეცნიერება

7. ხარისხის უზრუნველყოფა უმაღლეს სასწავლებლებში

8. პროფესიული განათლება

9. უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი

10. განათლების კლასტერები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება