სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხცისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროგრამის - „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში იმიტირებული სოფელი მოაწყეს
01-11-2019
-
+


ივანე ხრიკულის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის ხცისის საჯარო სკოლა 2019-2020 სასწავლო წლიდან პროგრამაში - „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთვის“ არის ჩართული.

პროგრამის ფარგლებში, ხცისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოხალისე ფილიპ ფურიფოის ქართული იმიტირებული სოფელი ანახეს.

„შემოდგომა თავისი ფერთა პალიტრით ყველაზე გამორჩეული სეზონია. წითელი, ყვითელი, მწვანე ისე ერევა ერთმანეთს, თითქოს მხატვარს თავისი მადლიანი ფუნჯი მოუსვავს ტილოზე.

ხცისის სკოლა ახალი სასწავლო წლიდან ჩაერთო პროგრამაში „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთვის“, მოხალისე ფილიპ ფურიფოი ძალიან შეიყვარეს ბავშვებმა. გადავწყვიტეთ ფილიპისთვის გვეჩვენებინა, როგორია ქართული სოფელი შემოდგომაზე.

სულ რაღაც ორ დღეში სკოლის დირექტორის ლელა ქვრივიშვილის ინიციატივით, პედაგოგების ორგანიზატორობით, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით და მშობელთა მხარდაჭერით შევძელით იმიტირებული სოფელი მოგვეწყო, თავისი ტრადიციული საწნახელით, სადღობით, თიხის და თუჯის ჯამ-ჭურჭლით, ოდით, წნელის ღობეებით, რომლებიც ჩვენი ბავშვებისთვისაც სიახლე აღმოჩნდა.

მოსწავლეებთან ერთად ფილიპმა სიამოვნებით დაწურა ყურძენი საწნახელში, ამოავლო ჩურჩხელები და ტრადიციული სადღეგრძელოთი დალოცა ჩვენი სტუმართ-მასპინძლობა. დღემ ძალიან პოზიტიურად ჩაიარა“, - ნათქვამია ხცისის საჯარო სკოლის  მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება