აფენის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოლიციის შენობა დაათვალიერეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის N1 საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებმა აფენის პოლიციის შენობა დაათვალიერეს და საინტერესო შეხვედრა გამართეს.მოსწავლეები ადგილზე პოლიციის დანიშნულებას გაეცნენ. მათ პოლიციის თანამშრომლებს საინტერესო შეკითხვები დაუსვეს.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, მოსწავლეები პოლიციელებთან შეხვედრით კმაყოფილები დარჩნენ.
იხილეთ ფოტოები