სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა რეკომენდაციები მიიღო ხის სკოლებთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ? - „არის სკოლებიც, რომლებიც კვლავ ვაგონებშია“
27-10-2019
-
+


„რამდენი ხის სკოლა გვაქვს, და რამდენია ისეთი სკოლა რომელიც ვაგონშია განთავსებული. როგორია საერთაშორისო სტანდარტი? ხის სკოლა შესაძლოა არსებობდეს ალპებში და ის, რომ სკოლა ხისაა არ ნიშნავს, რომ ცუდია, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ეს შეიძლება სხვა რამეს გულისხმობდეს. როგორია ჩვენი პოლიტიკა და მივყვებით თუ არა საერთაშორისო სტანდარტებს“, - ეს კითხვა დეპუტატმა ზაზა გაბუნია​მ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე დასვა.

პარლამენტში საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის 2019 წელს არსებული მდგომარეობისა და სამომავლო გეგმები განიხილეს. 

დეპუტატის კითხვას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა უპასუხა:

„არის ხის სკოლები და არის სკოლები, რომელიც კვლავ ვაგონებშია განთავსებული... გვაქვს ხის სკოლები, თუმცა ეს არ ნიშნავს რაღაცის დარღვევას. სტანდარტი იქმნება, გვაქვს რამოდენიმე კონტეინერული ტიპის სკოლა, რომელიც არის ერთ და ორ ბავშვიანი, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ბავშვიანი იქნება ორი თუ ასი“.

გაბუნიას კითხვას ვრცლად უპასუხა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ. როგორ მან აღნიშნა, საერთაშორისო პრაქტიკა ითვალისწინებს როგორც ხის სკოლების მშენებლობას, ასევე ე.წ. კონტეინერული ტიპის სკოლებს.

„ჩვენ გვქონდა ძალიან კარგ კომპანიასთან შეხვედრა, რომელმაც მსგავსი მოდელი წარმოადგინა. ეს არ ნიშნავს რომ ეს ცდება განათლების პოლიტიკის ნაწილს. ყველაფერი გამომდინარეობს საჭიროებიდან. იმ კონტეინერული ტიპის სკოლებსაც აქვს თავისი დანიშნულება და პლიუსები. მაგალითად მშენებლობის სისწრაფე, რელიეფური და კლიმატური პირობების გათვალისწინება, მაგრამ ჩვენ ამ მიმართულებით არ მივდივართ და ამაზე უარი ვთქვით.

ხის სკოლები დღესაც გვაქვს, თუმცა იცით რომ შემუშავებულია სახანძრო უსაფრთხოების სისტემები და ხორციელდება მონიტორინგი. დღესდღეობით შესაბამისმა ორგანოებმა უკვე განახორციელეს 600-ზე მეტის მონიტორინგი და მიღებული გვაქვს დასკვნები და რეკომენდაციები.

ხის სკოლებთან დაკავშირებით გვაქვს კონკრეტული რეკომენდაცია, რომ არსებობს სპეციალური მასალის საღებავი, რომლითაც უნდა მოხდეს სახურავის დამუშავება იმისთვის რომ ის იყოს ნაკლებად აალებადი. თუმცა ეს არ უნდა ნიშნავდეს რომ ხის სკოლა არ უნდა გვქონდეს, გვაქვს ასეთი სკოლები და გვექნება კიდეც, თუმცა ახალი სკოლების აშენების პროცესში გათვალისწინებული იქნება ყველა საკითხი“, - განაცხადა ირინა აბულაძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ შატილში ახალაშენებული ხის სკოლა-პანსიონი დაიწვა. ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად კი ელექტრო გაყვანილობაა დასახელებული.

იხილეთ ასევე: შატილის სკოლა დაიწვა


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სად ნახავენ აბიტურიენტები პირველად შედეგებს?

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

გამოსაცდელთა საყურადღებოდ - დამატებითი გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობაა

 ანაზღაურება 3490 ლარია - რა თანამდებობაზე გამოაცხადა ვაკანსია მანდატურის სამსახურმა 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება