სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

როგორ ავირიდოთ მოსწავლეების „ცარიელი“ სახეები? - გამოსავალი და კითხვები, რაც პედაგოგებმა საკუთარ თავს უნდა დაუსვათ
26-11-2019
-
+


მოსწავლეების „ცარიელი“ სახეები და პასუხგაუცემელი შეკითხვები მასწავლებლის იმედგაცრუებას იწვევს.

მასწავლებელს, შესაძლოა, გაკვეთილი კარგად ჰქონდეს დაგეგმილი, თუმცა დადუმებულმა კლასმა მისი დემოტივაცია გამოიწვიოს. თქვენც თუ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებით გაკვეთილის ახალი გეგმის შედგენას ნუ დაიწყებთ, ჯერ მოსწავლეების „ცარიელი“ სახეების მიზეზი აღმოაჩინეთ. 

უბრალოდ  დაფიქრდით, თქვენ თვითონ ხალისით საუბრობთ თუ არა,  გაკვეთილის თემას სათანადო შესავალი გაუკეთეთ თუ არა.

როგორ დაიზღვევთ თავს „ცარიელი“ სახეებისგან:

  • თავი აარიდეთ მსგავს წინადადებებს - „დღეს ვაპირებთ ვისაუბრით x-თემაზე, თქვენ რას ფიქრობთ?“
  • მოსწავლეს სანამ შეკითხვას დაუსვამთ, მისი ცოდნის დონე გაითვალისწინეთ
  • ნუ იჩქარებთ, რომ რაიმეზე აზრი სწრაფად ჰკითხოთ
  • მიეცით დრო გაკვეთილის მოსამზადებლად
  • დაუსვით გასართობი და მასტიმულირებელი შეკითხვები, რომლებიც მათ გონებას აამუშავებს.
თემის ტიპი

  • დაფიქრდით, მოსწავლეებმა თემის შესახებ რაიმე იციან თუ არა?
  • თემა აინტერესებთ თუ არა?
  • არის საკითხები, რაზეც მოსწავლეებს ახალი მასალის ახსნამდე უნდა ესაუბროთ?


უმჯობესია

  • მოსწავლეებს თემასთან საკუთარი თავის დაკავშირება შეეძლოთ ან მასთან მიმართებაში რაიმე გამოცდილება ჰქონდეთ.
  • ჩამოწერეთ სავარაუდო თემები და წყვილებს ან ჯგუფს მიეცით შესაძლებლობა, მათთვის სასურველი 3 თემა აირჩიონ.
  • მოსწავლეების სურვილები გაითვალისწინეთ. მაგალითად, ათამაშეთ როლები თავიანთი საყვარელი უახლესი ფილმიდან.
  • გახსოვდეთ, რაც წიგნებში წერია, უფრო დიდი ასაკობრივ ზღვარს მოიცავს, ვიდრე თქვენი მოსწავლეების ასაკია, ამიტომ საჭირო მასალები სწორად უნდა შეარჩიოთ.
რა არის გამოსავალი?

  • თავი აარიდეთ ისეთ განმარტებებს, როგორიცაა
„დღეს ვაპირებთ ვისაუბროთ გარემოს დაბინძურებაზე. ეს ძალიან სასარგებლო იქნება თქვენთვის, რადგან ამ თემაზე სასაუბროდ წინა გაკვეთილზე ნასწავლი მასალა დაგეხმარებათ“.

  • სცადეთ მოსწავლეების ყურადღება რაიმე საინტერესოთი მიიპყროთ.  
მაგალითად: შეკითხვები დაუსვით უცნაურ ფოტოებზე, საყვარელი მულტფილმიდან გამოტოვებული სიტყვები შეავსებინეთ,      დაფაზე საყვარელი სიმღერიდან ციტატები დაუწერეთ და ა.შ.

  • გაკვეთილი დაიწყეთ ორი ძირითადი ამოცანით, ორი აქცენტით, რათა მოსწავლეები თქვენს საუბარს მარტივად გამოყვნენ.
მოსწავლეებს ბევრი თავისუფლება მიეცით და ჰკითხეთ საკუთარ თავს:

  • სათანადოდ ამხნევებთ, რომ თავისუფლად ისაუბრონ?
  • მოსამზადებლად საკმარის დროს აძლევთ?
  • კარგად იცნობთ თქვენს კლასს და იცით, გაკვეთილზე რას უნდა ელოდეთ?

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

როგორ შეიცვლება მოსწავლეთა შეფასების წესი - რა ვალდებულებები ეკისრებათ სკოლებს

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება