სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„აუცილებელია იმ აზერბაიჯანულენოვანი მოსწავლეების წახალისება, რომლებიც ქართულ სექტორზე სწავლობენ“ - ლამბალოს საჯარო სკოლის პედაგოგი
14-10-2019
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ლამბალოს საჯარო სკოლის ქართულენოვანი სექტორის მოსწავლეები 9 კლასის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანულენოვან სექტორში გადადიან, რადგან მათთვის ასე უფრო მარტივია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება და შესაბამისად უნივერსიტეტში მოხვედრაც.

აღნიშნულის შესახებ etaloni.ge-სთან საუბრისას ლამბალოს საჯარო სკოლის პედაგოგმა, ელზა ხებრელაშვილმა განაცხადა, რომელიც ორივე სექტორის მოსწავლეებს ასწავლის. ელზა ხებრელაშვილი არის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი და ასევე ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი.

მისი განმარტებით, აზერბაიჯანულენოვანი სექტორის მოსწავლეებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ ზოგადი უნარების ჩაბარება უწევთ ისიც მშობლიურ ენაზე, ხოლო თუ აზერბაიჯანულენოვანამა მოსწავლემ ქართული სექტორი დაამთავრა, 4-5 გამოცდას აბარებს.

„ძალიან გული მტკივა ერთ საკითხზე. ჩვენთან ორი სექტორი არსებობს - აზერბაიჯანულენოვანი და ქართულენოვანი. აზერბაიჯანულენოვანი სექტორის მოსწავლეებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ უნარების ჩაბარება უწევთ მშობლიურ ენაზე, ხოლო თუ აზერბაიჯანულენოვანმა მოსწავლემ ქართული სექტორი დაამთავრა, 4-5 გამოცდას აბარებს. ამის გამო ბავშვები, რომლებიც ქართულ სექტორზე სწავლობენ, ბოლო წლებში აზრებაიჯანულენოვან სექტორში გადადიან, რადგან უნივერსიტეტში მოსახვედრად ეს გზა უფრო ემარტივებათ. ჩვენ კი ფაქტობრივად, ქართულენოვან სექტორში მოსწავლეები აღარ გვყავს“, - აცხადებს ელზა ხებრელაშვილი.

მისივე თქმით, არსებობს კიდევ ერთი პრობლემა - იმ მასწავლებლებს, რომლებიც მხოლოდ ქართულ სექტორში ასწავლიან, აკლდებათ საგაკვეთილო საათები და შესაბამისად ანაზღაურებაც.

ელზა ხებრელაშვილი ფიქრობს, რომ აზერბაიჯანულენოვანი მოსწავლეების წახალისება, რომლებიც ქართულ სექტორზე სწავლობენ, აუცილებელია.

„მინდა რომ ქართულ სექტორს ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩაბარება გაუმარტივდეთ. რაღაც შეღავათი მაინც მისცენ, რომ აშკარა სხვაობა არ იყოს... ბავშვებსაც და მშობლებსაც აქვთ დიდი სურვილი ქართული სექტორის დასრულების, მაგრამ რადგან უნივერსიტეტში მოხვედრა უადვილდებათ,  გადადიან აზერბაიჯანულენოვან სექტორში. მერე ავიწყდებათ ქართული ენა და შრომა წყალში ჩაყრილი გამოდის. ძირითადად, 9 კლასის დასრულების შემდეგ გადადიან ქართულ სექტორში. წელს ქართულ სექტორზე 70 მოსწავლე გვყავს 1200-ბავშვიანი სკოლიდან და მე-11 კლასი აღარ იქნება ქართულ სექტორში. ჩემი აზრით, ქართული სექტორის პოპულარიზაციისთვის რამე უნდა მოიფიქრონ და აზერბაიჯანულენოვანი ბავშვები წაახალისონ, რომლებიც კარგად სწავლობენ და კარგად იციან სახელმწიფო ენა“, - ამბობს ელზა ხებრელაშვილი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება