სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთათვის საგამოცდო პროგრამები გამოქვეყნდა
11-10-2019
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთათვის საგამოცდო პროგრამებს აქვეყნებს.

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია 2 ოქტომბერს დაიწყო და 15 ოქტომბერს დასრულდება.

ყველა დაინტერესებულ პირს, საქართველოს ყველა რეგიონში აქვს შესაძლებლობა,  სახელმწიფოს  სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას  ტურიზმის,  მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია, პირადობის მოწმობით, საქართველოს მასშტაბით არსებულ  საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ  დაწესებულებებში.

აპლიკანტებს, ასევე,  საშუალება აქვთ, გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც  www.vet.emis.ge  ვებგვერდის მეშვეობით.

შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე.

ტესტირების შედეგების შემდეგ, აპლიკანტებს საშუალება ექნებათ, გადახედონ რეგისტრაციისას მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს და ერთი მიმართულების ქვეშ შეცვალონ სასურველი პროგრამების სია მიღებული ქულებისა და წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით.

ინფორმაცია პროფესიული ტესტირების შესახებ და ასევე, ტესტების ნიმუშები განთავსებულია, ონლაინ რეგისტრაციის პორტალზე www.vet.emis.ge.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები რეგისტრაციას გადიან ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა ექნებათ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე გაიარონ ტესტირება. მათთვის ქართული ენის სათანადო დონეზე სწავლებისათვის პროფესიულ პროგრამებში ინტეგრირებულია ქართული ენის მოდული.

იზრდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით განხორციელებული პროგრამების რაოდენობა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სარკინიგზო ტრანსპორტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებებით.  პროცესში ჩართულია 50-ზე მეტი  კერძო კომპანია.

წელს პირველად, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აპლიკანტებს მიეცემათ შესაძლებლობა დუალურ პროგრამებზე ჩაირიცხონ პროფესიული ტესტირების გარეშე, მხოლოდ პარტნიორ, კერძო კომპანიასთან წარმატებით გავლილი გასაუბრების საფუძველზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება