| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით ახმეტის მუნიციპალიტეტში, კულტურის სახლში ჩატარდა, სადაც "ახმეტის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.
ღონისძიებას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზაზა მიგრიაული, ახმეტის რესურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ზაზა მიგრიაულმა ინტელექტ-ჩემპიონატის პოპულარობაზე ისაუბრა:
„ჩემთვის „ეტალონი“ არის ძალიან წარმატებული პროექტი, რომელსაც მთელი ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა უდიდეს პატივს სცემს. ისინი ინტელექტ-ჩემპიონატში მაქსიმალურად ერთვებიან. მოვუწოდებ ყველას, რომ გახდნენ „ეტალონისა“ და Izrune.ge -ს მონაწილეები და არ დაკარგონ განვითარების ერთ-ერთი უნიკალური საშუალება“.
ახმეტის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსმა მანანა ნადიბაიძემ „ეტალონში“ სკოლების ჩართულობასა და ინოვაციურ ინტერნეტ პლატფორმა Izrune.ge-ს შესახებ ისაუბრა:
„ეტალონი“ წარმატებული და გადამდები პროექტია. ჩვენი სკოლები და მათი დირექტორები მაქსიმალურად არიან ჩართულები. გარდა ამისა, Izrune.ge არის ძალიან პოზიტიური და სასიამოვნო პროექტი. იგი აერთიანებს ოჯახს, ბავშვს, სკოლასა და სახელმწიფოს. ჩემთვის ბედნიერებაა გერქვას „ეტალონის“ დიდი ოჯახის წევრი“.
ქისტაურის საჯარო სკოლის დირექტორმა ქეთევან თურტოშვილმა „ეტალონის“ აღმზრდელობით ფუნქციაზე ისაუბრა :
„ჩვენი სკოლა დიდი ხანია, რაც „ეტალონითაა“ დაინტერესებული. პროექტმა რამდენიმე ეტალონელიც გამოგვიზარდა. ყველას ვურჩევ აქტიური მონაწილეობა მიიღონ, ამ მართლაც, სახალხო პროექტში. „ეტალონი" ბავშვებს სიყვარულს, თავდადებას, პატრიოტიზმს და რაც მნიშვნელოვანია ცოდნით ტკბობას ასწავლის“.
„ახმეტის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული ქისტაურის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლემ თაია ქეთელაურმა მოიპოვა.
„პროექტში მონაწილეობამდე ძალიან ვნერვიულობდი. „ეტალონმა“ ცოდნა და თვითდაჯერებულობა შემძინა. ახლაც ძალიან ვღელავ, მიუხედავად ამისა, ყველას თამამად ვურჩევდი ჩაერთონ და გამოცადონ ის ბედნიერება რაც მე გამოვცადე “, - ამბობს გამარჯვებული.
შეჯიბრში გამარჯვებულმა „ახმეტის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
„ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელსაც ტრადიციულად საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. „ეტალონის“ მიმდინარე სეზონი კი სასწავლო წლის ბოლოს გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.
ასევე იხილეთ:
ახმეტის მოსწავლეთა საყურადღებოდ
„ეტალონი“ ხელს უწყობს მოზარდის ინტელექტუალურ განვითარებას“- ახმეტა ინტელექტ-ჩემპიონატის II ტურისთვის ემზადება
ახმეტის „ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია ცნობილია
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ
ფორმა უფასოდ გადაეცემა მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი და სოცდაუცველის სტატუსი აქვთ ( 65 000 ქულაზე მეტი და 120 001 ქულაზე ნაკლები)
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია
ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა