| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისთვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესი დამტკიცდა.
ცვლილებები „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შევიდა.
ბრძანების მიხედვით, სასურველ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, რომლებიც 2019 წელს გამოცდებისთვის დარეგისტრირდნენ, მაგრამ გამოცდებში მონაწილეობა ვერ შეძლეს ან უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვეს.
აღნიშნული ვრცელდება ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის მომზადების, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ან მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
კანონში შესულ ცვლილებებს ხელს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აწერს.
მთავრობის ცნობით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან 2019 წელს გამოცდებზე დარეგისტრირებული პირებისთვის მიმდინარე წლის ხარჯი 226.1 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო მომდევნო წლის - 452.2 ათასი ლარით.
ასევე იხილეთ: ოკუპირებული აფხაზეთიდან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული 170 აბიტურიენტი სახელმწიფო გრანტს მიიღებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
პირველკლასელებმა პირველი ნერგები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქვემო მახოში ახალ გაკეთებულ სკვერში დარგეს
ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას