სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ არის ჩვენი ხვალინდელი დღე“ - სენაკმა „ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა
03-10-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში ჩატარდა, სადაც „სენაკის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე  ზაზა ნაჭყებია, ​სენაკის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დარეჯან ზარანდია, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებიან.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა „ეტალონს“ და ბავშვებს ჩართულობისაკენ მოუწოდა:

„ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი სენაკისთვის, ჩვენი ბავშვებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს პროექტი არის ერთადეთი სწორი გზა ჩვენი თაობის სწორი განვითარებისთვის. ამიტომ მე ამ პროექტს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ. მე ვურჩევდი ყველა ქართველ ბავშვს, ვისაც აქვს საშუალება, ჩაერთოს ამ პროექტში. „ეტალონი“ არის ჩვენი ხვალინდელი დღე. ასევე, პერსონალური მადლობა ბატონ გოჩას ამ პროექტისთვის“.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ  ზაზა ნაჭყებიამ „ეტალონს“ მამულიშვილური პროექტი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ სენაკი მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ ჩართულობას:

„ეტალონი“ არის მამულიშვილური პროექტი, რომელიც რა თქმა უნდა, ეხმარება ბავშვებს ინტელექტუალურ განვითარებაში და ემსახურება მათი ცოდნის ამაღლებას. „ეტალონის“ დევიზი  „განათლება და ღირსება - ბედნიერება ყველას სჭირდება“, სწორედ ცოდნით აღსავსე თაობა ქმნის საქართველოს მომავალს. სენაკი გამოირჩეოდა „ეტალონში“ ჩართულობით და ვიმედოვნებ მომავალში უფრო მეტი ბავშვი ჩაერთვება“.

სენაკის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დარეჯან ზარანდიამ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს როლზე ისაუბრა, როგორც ბავშვის აღზრდა-განათლების ძლიერ ინსტრუმენტზე:

„ეტალონი“, როგორც ეროვნული პროექტი, ჩვენთვის განათლების სისტემაში დასაქმებული ადამიანებისთვის არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. ის გვეხმარება მოსწავლეების დაინტერესებაში, ამაღლებს მათ მოტივაციას და ზრდის მშობელთა ჩართულობას. izrune.ge კი არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც გვეხმარება ოჯახის-მშობლის-სკოლის გაერთიანებაში“.

თეკლათის სკოლის დირექტორმა მერაბ დარჯანიამ ისაუბრა როგორც საკუთარ ასევე მოსწავლეების მშობლების იმ დიდ სიხარულზე, რომელსაც ინოვაციური პლატფორმა izrune.ge ანიჭებს მათ შვილებს:

„ეს მართლაც ღირსეული პროექტია. მე დიდი წარმატებების მომსწრე ვარ. ჩემი სკოლის უმრავლესობა ჩართულია პროექტში და მე უბედნიერესი ვარ, როდესაც ვისმენ მშობლების საუბარს საკუთარი შვილების წარმატების შესახებ. ასევე, ჩემი შვილი მერვე კლასის მოსწავლეა და ყოველ ხუთშაბათს, izrune.ge-ს დახმარებით, ვხედავ თუ რა წარმატებები აქვს მას. მოვუწოდებ ყველას ჩაერთონ izrune.ge-ში და ეს იქნება სენაკის დიდი გამარჯვება“.  

„სენაკის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული კერძო სკოლა „მარიოტას“ XI კლასის მოსწავლემ გიორგი ჩავლეიშვილმა მოიპოვა

„უპირველესად მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გოჩას და „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს. ისინი „ეტალონის“ დახმარებით რეალიზების შანსს აძლევენ ყველა ნიჭიერ ახალგაზრდას. ძალიან გახარებული ვარ, რომ გავიმარჯვე. პროექტმა მომცა მომავლის იმედი. ასევე, მადლობა ჩემს სკოლას და მასწავლებლებს იმისთვის, რომ დღეს მე აქ ვარ. ყველას ვურჩევდი, რომ ჩაერთოს „ეტალონში“.

სენაკის კერძო სკოლა „მარიოტას“ დირექტორმა ნონა კუპრეიშვილმა  მადლობა გადაუხადა „ეტალონის“ ავტორს გოჩა ტყეშელაშვილს ინტელექტუალური გამოწვევისათვის: 

„განწყობა ამაღლებული, საერთოდ აღიარება როგორი ხანმოკლეც არ უნდა იყოს ის რჩება ადამიანთან. მჯერა, რომ „ეტალონით“ გამოწვეული წუთები განუმეორებელი იქნება ჩემთვის, მოსწავლეებისთვის, რომლებიც ჩვენი სკოლის ღირსეული ბავშვები არიან. დიდი მადლობა ბატონ გოჩას ამ ინტელექტუალური გამოწვევისათვის. „ეტალონი“ აყალიბებს ამაღლებს თვითშეფასებას, ყველას ვურჩევდი ჩაერთოს“.

შეჯიბრში გამარჯვებულმა „სენაკის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელსაც ტრადიციულად საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ ადგილზევე გამოავლენს. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. „ეტალონის“ მიმდინარე სეზონი კი სასწავლო წლის ბოლოს გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ასევე იხილეთ:

სენაკის მოსწავლეთა საყურადღებოდ

„ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად“ - სენაკი ჩემპიონატის II ტურისთვის ემზადება

სენაკის „ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია ცნობილია

2 ოქტომბერს „ეტალონი“ სენაკში გაიმართება


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

წვიმა, თოვლი და ყინვა...  18 დეკემბრის ჩათვლით ამინდის პროგნოზი ცნობილია

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

დამატებითი სპეციალობები სკოლებსა და ბაღებში, ვისაც მეორე სამსახურში მუშაობის უფლება მიენიჭა

ცნობილია საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც სპეციალური საბჭო 15 დეკემბერს იმსჯელებს

უქმე დღეა თუ არა 17 დეკემბერი სკოლებისა და ბაღებისთვის? - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

დირექტორმა მოსწავლეებს გადასცა დამსახურებული სიგელები, გუნდის ხელმძღვანელებს კი მედლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს პროფესიული სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

ღონისძიებაში მონაწილეები დიდი მონდომებითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება