სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლის პედაგოგს ლამზირა ოსეფაშვილს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
01-10-2019
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლის პედაგოგს ლამზირა ოსეფაშვილს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.

„წარმატების გასაღები დაუღალავი შრომაა, საკუთარ თავზე მუშაობის ფასად“,- აცხადებს ლამზირა ოსეფაშვილი.

„დღესდღეობით განათლება ყველაზე დიდ ღირებულებას წარმოადგენს. ყველა წარმატებული მასწავლებელი ცდილობს ჩართოს სასკოლო ცხოვრებაში მშობლები, მისცეს მოსწავლეებს არაფორმალურ გარემოში მუშაობის და განვითარების საშუალება, მუდმივად იყოს სიახლეების ძიების პროცესში.

იმისათვის, რომ მასწავლებელმა იგრძნოს, რამდენად წარმატებულნი არიან თავის საქმეში, მათ სჭირდებათ მუდმივად სწავლა. თანამშრომლებს, მოსწავლეებსა და სკოლის სხვა პერსონალს შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობა პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის წინაპირობაა. მასწავლებლის ერთ-ერთი მოვალეობაა, აღიაროს და პატივი სცეს თანამშრომელთა უფლებებს, გამოიყენოს პროფესიონალიზმი, დაიცვას კონფიდენციალობა მოსწავლეებთან და კოლეგებთან ურთიერთობაში. გააჩნდეს მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობა, მოახდინოს საკუთარი პრაქტიკის თვითანალიზი, განვითარდეს პროფესიული თვალსაზრისით, დააკვირდეს საგაკვეთილო პროცესს, გააკეთოს ჩანაწერები, იყოს მიბაძვის ობიექტი და წარმოადგენდეს სხვისი აზრის პატივისცემის მოდელს.

გარდა ამისა, მასწავლებელი მოსწავლეებთან ჰუმანურად უნდა იყოს განწყობილი, დაინტერესდეს მათი სოციალური მდგომარეობით, მოუსმინოს, მისცეს გონივრული რჩევა-დარიგება, მოახდინოს მოსწავლეთა კლასთან ინტეგრაცია და ა.შ. ამ ღირებულებების ფონზე პედაგოგი იქნება წარმატებული, როგორც მოსწვლეთა ცოდნის საზომი. სწორედ ასეთი მოტივირებული პედაგოგები სჭირდება ქვეყანას, რათა დემოკრატიულ პრინციპებზე აღზარდონ მომავალი თაობები“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

სავანეთის საჯარო სკოლა ულოცავს ლამზირა ოსეფაშვილს ამ წარმატებას და კვლავ წინსვლას უსურვებს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება