| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თუ თქვენი შვილი მუცლის ტკივილს უჩივის, აგრესიულია, ჯიუტობს და სკოლაში წასვლაზე უარს ამბობს, მაშინ შესაძლოა ის სკოლის გაცდენის მოყვარულთა ბავშვების კატეგორიას მიეკუთვნება. ამის გამოსასწორებლად მშობლები დიდ ენერგიას ხარჯავენ, მაგრამ ხშირად მათი შრომა ამაოა.
ფსიქოლოგი, მისურის შტატიდან, ბარბარა მარკვეის რჩევები ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ:
1. აუცილებალად დაელაპარაკეთ ბავშვს. დაგეგმეთ მასთან ერთად დღე. ჰკითხეთ რატომ არის ასე ნეგატიურად განწყობილი სკოლის მიმართ.
3. არ ჩაუტაროთ ლექცია. ბრძნული აზრების და მაღალფარდოვანი ფრაზების გამოყენების გარეშე აუხსენით ბავშვს, თუ რატომ არის აუცილებელი სკოლაში სიარული.
4. დააკვირდით რა მიზეზებს იგონებს, რომ დილით სკოლაში არ წავიდეს.
5. ორივე მშობელი უნდა შეხვდეს სკოლის მასწავლებელს და დაელაპარაკოს მას. დედ-მამის აქტიურობა პრობლემის მოგვარების პროცესს დააჩქარებს.
6. სტრესულ სიტუაციაში ხშირად ადამიანები სხვებს ადანაშაულებენ. ნუ დაადანაშაულებთ სკოლას ან მასწავლებელს, სანამ რეალურ მიზეზს არ იპოვით.
7. აუცილებლად გადაამოწმეთ, იქნებ ბავშვს მართლაც აქვს რაიმე სახის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა. მიეცით მას უფლება დარჩეს სახლში და დაისვენოს. თქვენც დარჩით მასთან ერთად. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მისი ყოველი ნაბიჯი უნდა გააკონტროლოთ და ყველაფერი აუკრძალოთ. მიეცით მას დამოუკიდებლობის უფლება.
8. თუ ყველაფერი სცადეთ და მაინც არაფერი გამოგივიდათ, მიიყვანეთ ბავშვი ფსიქოლოგთან. ის უკეთ გაერკვევა მიზეზებში და სწორ მიმართულებასაც მისცემს თქვენს შვილს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა
სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე
ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
მოსწავლეებმა პროფესიული დღესასწაული ღვაწლმოსილ მასწავლებელს მიულოცეს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ