სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

როგორ შევარჩიოთ დამატებითი მასალები მოსწავლეებისათვის
30-11--0001
-
+



ხშირად მოსწავლეების შესაძლებლობები მეტი ან ნაკლებია იმ წიგნების დონეზე, რაც მათი ასაკისთვისაა გათვლილი. მაგალითად, 11-12 წლის მოსწავლეებთან შესაძლოა უფრო მაღალი ასაკის ბავშვისთვის განკუთვნილი მასალები გამოიყენოთ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ყველა აქტივობა მოსწავლისთვის შესაბამისი უნდა გახადოთ.

ნუ მოექცევით ჩარჩოებში!

მაგალითად, როდესაც მოსწავლეებს ფორმალურ წერილს აწერინებთ, შეეცადეთ პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით დააწერინოთ. წიგნში მოცემულ დავალებაში, შესაძლოა, ეწეროს, რომ საჩივრის წერილი ტურ-ოპერატორზე უნდა დააწერონ, მაგრამ თუ ბავშვს მსგავს კომპანიასთან შეხება არ ჰქონია და სათანადო მაგალითის მოყვანა გაუჭირდება, შეცვალეთ თემა. იქნებ კონცერტზე იყო თქვენი მოსწავლე და წარმოდგენით კმაყოფილი არ დარჩა. ამაზე რატომ არ დააწერინებთ?

რაც უფრო ახლოს იქნება დავალება მოსწავლის გამოცდილებასთან, მით უფრო სწორად შეასრულებენ მას.

კითხვები, რომლებიც მხედველობაში უნდა მიიღოთ დამატებითი მასალებისა და აქტივობების მოფიქრებისას:

  • რა იციან მოსწავლეებმა თემის შესახებ?
  • თემა თუ არ იციან, რა და როგორ შეიძლება გააცნოთ?
  • მოსწავლეები ამ თემით დაინტერესდებიან თუ არა?
  • თუ არ დაინტერესდებიან, როგორ შეიძლება დააინტერესოთ?
  • რა სახის მხარდაჭერა დასჭირდებათ მოსწავლეებს, მოცემულ დავალებებს რომ გაუმკლავდნენ?
მოსწავლეებისთვის თუ გამოიყენებთ მასალებს, რომლებიც მათზე პატარებისთვისაა გათვლილი, ძალიან ფრთხილად იყავით. თინეიჯერები განსაკუთრებით შეურაცხმყოფელად თვლიან, როდესაც მათთვის ბავშვურ დავალებებს აკეთებენ, რადგან სჯერათ, რომ ისინი უფრო რთული დავალებების შესასრულებლადაც არიან მზად.

მაღალი კლასის მოსწავლეები მარტივად აღმოაჩენენ დავალებით უბრალოდ დროის მოკვლას თუ ცდილობთ და რეალური მიზანი თუ არ გაქვთ.

თამაშები და სახალისო აქტივობები თითქმის ერთნაირად ეფექტურია როგორც პატარებთან, ასევე მოზრდილებში. თუ კარგადა ხსნით თამაშის მიზანს, მას მოსწავლეები პოზიტიურად შეხვდებიან.

გაკვეთილის დაგეგმვისას გაითვალისწინეთ:

  • არის თუ არა აქტივობები მოსწავლეების ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისი?
  • თუ არა, როგორ შეამცირებთ სხვაობას და გახდით დავალებებს მათთვის შესაბამისს?
  • რა არის აქტივობის მიზანი?
  • რას ისწავლიან მოსწავლეები?
  • შეძლებთ მოსწავლეებს აუხსნათ რატომ აკეთებინებთ ამა თუ იმ აქტივობას?
ესაუბრეთ მოსწავლეებს და გაიგეთ რას აკეთებენ თავისუფალ დროს და რა აინტერესებთ. ასე მათთვის საინტერესო თემებზე სათანადო მასალების მოძიება გაგიმარტივდებათ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება