სიახლეები
სამასწავლებლო

„ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩვენს მოსწავლეებს საუკეთესო შედეგები აქვთ“ - დირექტორების შეფასებები
03-09-2019
-
+


2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგის მიხედვით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება 28 740-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. სახელმწიფო გრანტის მოპოვება 6 546-მა აბიტურიენტმა შეძლო. მათგან 1011 უმაღლეს სასწავლებლებში 100%-იანი გრანტით ისწავლის.

რამდენად  კმაყოფილები არიან სკოლის დირექტორები თავიანთი მოსწავლეების შედეგებით ერთიან  ეროვნულ გამოცდებზე? - ამ კითხვით ETALONI.GE  სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ნერგეეთის საჯარო სკოლის დირექტორი - მანანა გურგენაძე:

„ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანი სკოლების რიცხვს მიეკუთვნება. სკოლის 8 მე-12 კლასელიდან 5 მოსწავლე გავიდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და ყველა მათგანმა ჩააბარა გამოცდები, თუმცა სახელმწიფო გრანტი ვერც ერთმა ვერ მოიპოვა“.

გორის N2 საჯარო სკოლის დირექტორი - გიორგი ბერძენიშვილი:

„ჩვენი სკოლის 64 მოსწავლიდან 51 მოსწავლე ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში. რაც შეეხება გრანტებს, 20-მა მოსწავლემ დაფინანსების მოიპოვება შეძლო, მათგან 4-მა - 100%-იანი, 5-მა - 70%-იანი, 11-მა კი 50%-იანი გრანტი მოიპოვა. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე  ჩვენი სკოლის მოსწავლეების შედეგები ტრადიციულად ყოველთვის საუკეთესოა“.

ქუთაისის N14 საჯარო სკოლის დირექტორი - ნონა ჩუბინიძე:

„ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოსწავლეთა წლევანდელი შედეგებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენმა მოსწავლეებმა აირჩიეს ისეთი პროფესიები, სადაც მეტი პერსპექტივა დაინახეს: არქიტექტურა, ენერგეტიკა. საჯარო სპეციალობების არჩევა კი  ვფიქრობ, სახელმწიფოსთვისაც  კარგი შედეგის მომტანია. გასულ წელთან შედარებით ჩვენი სკოლის მოსწავლეების შედეგები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ნამდვილად გაუმჯობესებულია“.

ბადრი ბერანძის სახელობის ქობულეთის N6 საჯარო სკოლის დირექტორი -  ნატო შამილიშვილი

„ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლე ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში, რაც ძალიან კარგი შედეგია. მართალია სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება მხოლოდ 1-მა აბიტურიენმა შეძლო, თუმცა გასულ წელთან შედარებით, შედეგი ნამდვილად გაუმჯობესებულია“.

დედოფლისწაროს მუნიციპალიტეტის ოზაანის საჯარო სკოლის დირექტორი - მზია ლეკაშვილი:

„ჩვენი სკოლის 3 მოსწავლიდან ყველა მათგანი ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში, თუმცა სახელმწიფო დაფინანსება ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოიპოვა“.

ერედვის მუნიციპალიტეტის ერგნეთ–მამისაანთუბნის საჯარო სკოლის დირექტორი - მედეა ტრამაკიძე:

„ერთიანი ეროვნულ გამოცდები ჩვენი სკოლის 12-მა მოსწავლემ ჩააბარა და თითოეულმა მათგანმა საუკეთესო შედეგები აჩვენა. გასულ წელთან შედარებით შედეგები ნამდვილად გაუმჯობესებულია, რადგან 2-მა მოსწავლემ 70%-იანი, ხოლო, 2-მა მათგანმა 50 %-იანი დაფინასება მოიპოვა“.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაგვას საჯარო სკოლის დირექტორი - მაია კიკნაძე:

„ჩვენი სკოლის 7 მოსწავლიდან 5 ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში. 1  მოსწავლე კი სრული დაფინანსებით მოხვდა აგრარულ უნივერსიტეტში“.

აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის დირექტორი - ნუგზარ ჯომიდავა:

„ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ყოველთვის საუკეთესო შედეგები აქვთ. სკოლაში არსებული წარმატებული სასწავლო პროგრამიდან გამომდინარე, სკოლის ბევრმა მოსწავლემ შეძლო 100%-იანი დაფინანსების მოპოვება. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 26 მოსწავლე უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა და სახელმწიფო დაფინანსებაც ბევრმა მათგანმა მოიპოვა“.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სარფის საჯარო სკოლის დირექტორი - ირმა მგელაძე:

„ჩვენი სკოლის 14  მე-12 კლასელიდან 11-მა მოსწავლემ ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები. მათგან  9 კი სტუდენტი გახდა. სკოლა მცირეკონტიგენტიანი სკოლების კატეგორიას მიეკუთვნება და კლასებიც საკმაოდ მცირეა, თუმცა ჩვენი მოსწავლეები გამოცდებზე ყოველთვის კარგ შედეგებს აჩვენებენ“.

გორის მუნიციპალიტეტის კარალეთის N 2 საჯარო სკოლის დირექტორი - ნანა ამბოკაძე:

„ჩვენი სკოლის 20 მოსწავლიდან 3 მოსწავლის გარდა ყველა მათგანმა შეძლო ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. რაც შეეხება სახელმწიფო დაფინანსებას, სკოლის მხოლოდ  2-მა მოსწავლემ შეძლო 50%-იანი დაფინანსების მოპოვება“.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დღნორისის საჯარო სკოლის დირექტორი - გაიოზ ლომთაძე:

„წელს სკოლაში მე-12 კლასელი არ გვყავდა. შესაბამისად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზეც არავინ გასულა, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ნამდვილად კარგი შედეგები ჰქონდათ“.

ვანის მუნიციპალიტეტის მუქედის საჯარო სკოლის დირექტორი - აკაკი კორძაძე:

„ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანი სკოლების რიცხვს მიეკუთვნება, თუმცა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩვენმა მოსწავლეებმა ნამდვილად დადებითი შედეგები აჩვენეს. სამწუხარო ის არის, რომ მოსწავლეებმა სწავლა ლიცეუმში გააგრძელეს“.

ზაზა დამენიას სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოზურგეთის საჯარო სკოლის დირექტორი - ნინო ღლონტი:

 „ჩვენი სკოლის 7 მოსწავლიდან 5 მათგანი ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში, თუმცა სახელმწიფო დაფინანსება ვერც ერთმა ვერ მოიპოვა“.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შრომის საჯარო სკოლის დირექტორი - რუსუდან ცეცხლაძე:

სკოლის 19 მე-12 კლასელიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებს 12 მოსწავლე აბარებდა. 1 მოსწავლე გამოცდებზე ჩაიჭრა, 1-მა მოსწავლემ 70 %-იანი, ხოლო 2-მა მათგანმა 50 %-იანი დაფინანსება მოიპოვა, 1 -მა მოსწავლემ კი უფასო ფაკულტეტზე ჩააბარა“.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

განათლების სამინისტროს თანამშრომელთა ხელფასებზე 10 მილიონ 500 ათასი ლარია განსაზღვრული

სკოლის ექიმები  960, ხოლო ექთნები 800 ლარიან ანაზღაურებას მიიღებენ - დადგენილება 

როდემდე გაგრძელდება უამინდობა - სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

NAEC-ის ახალი დირექტორი თამარ მემანიშვილია - წერეთელმა თანამდებობა 15 იანვარს დატოვა 

მშობლები სასწავლო პროცესის შეჩერებას ითხოვენ - უამინდობის გამო სკოლებში მოსწავლეების დიდი ნაწილი არ მივიდა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

„ტკბილეულის აქცია“ სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ტრადიციული ღონისძიებაა

„ეს მეჯლისი ბავშვებისა და მაყურებლის მეხსიერებაში დარჩება, როგორც ახდენილი ზღაპარი“

„ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ ბევრ წინსვლასა და გამარჯვებას!“

 

„ვულოცავთ, ანას ამ წარმატებას, ასევე მის მწვრთნელებსა და მშობლებს. ეს გამარჯვება ნამდვილად საამაყოა ჩვენი სკოლისა და მთელი თემისთვის!“

ღონისძიების მთავარი სათქმელი იყო ისეთი მარადიული ღირებულებების წარმოჩენა, როგორებიცაა სიკეთე, ერთგულება და მეგობრობა

საინტერესო

ქვეყანა, სადაც რეპეტიტორობა აკრძალულია - კერძო მასწავლებლებს სანქციები, რიგ შემთხვევაში კი  საქმიანობის აკრძალვა ემუქრებათ 

2026 წლის პირველი გაკვეთილი: როგორ გავუმარტივოთ სასკოლო რიტმში დაბრუნება მოსწავლეებს?

სიახლეები
საზოგადოება