სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

რა უნდა გაითვალისწინოთ მშობლებმა, თუ თქვენი შვილები კონტაქტურ ლინზებს ატარებენ?
26-08-2019
-
+


კონტაქტური ლინზები მხედველობის კორექციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ის სათვალესთან შედარებით ბევრად მოხერხებულია და მეტი უპირატესობებიც გააჩნია.

ლინზების გამოყენებისას არსებობს წესები, რომელთა გათვალისწინების გარეშე მისი ხმარება არაეფექტური და უშედეგოა. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ კონტაქტური ლინზები კოსმეტიკური თვალსაზრისით არ გამოყენება. მას სამედიცინო დანიშნულება გააჩნია და მისი გამოყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით ხდება. სწორად შერჩეული ლინზა აფართოებს მხედველობის ველს, ამცირებს თვალის გადაღლილობას, ამაღლებს შრომის უნარს.

ETALONI.GE  გთავაზობთ ლინზების სწორად გამოყენების წესებს:

  • ყოველთვის დაბანეთ ხელები თქვენს შვილებს ლინზების გამოყენების წინ და ყურადღება მიაქციეთ, ლინზების ჰიგიენას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლინზამ შესაძლოა თვალის ძლიერი ინფექცია გამოიწვიოს. ფრთხილად გაწმინდეთ ლინზები ლაქებისგან;
  • გაითვალისწინეთ ლინზების გამოყენების ინსტრუქციები და ნუ ატარებთ მას იმაზე მეტ ხანს, ვიდრე რეკომენდირებულია;
  • ბავშვმა სპორტული აქტივობების დროს ლინზების ტარების პარალელურად, გამოიყენოს სათვალეც;
  • თუ ლინზების გამოყენების დროს შეამჩნევთ თვალის  ქავილს, წვას, სიწითლეს ან გაღიზიანებას, სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს;
  • თუ თქვენი ქალიშვილი სკოლის ასაკში ატარებს თვალის მაკიაჟს, ურჩიეთ მოიხსნას ლინზები მაკიაჟის მოშორების დროს;
  • საბავშვო ლინზების გამოყენება ყოველთვის არ არის რეკომენდირებული. მიმართეთ პროფესიონალებს და ისინი შეურჩევენ თქვენს პატარებს ლინზებს;
  • არასოდეს შეიძინოთ დეკორატიული ლინზები თქვენი შვილებისთვის.

თუ უსაფრთხოების ნორმებს დაიცავთ და ისწავლით ლინზების სწორად გამოყენებას, თავიდან აიცილებთ ბევრ გართულებას და ლინზების გამოყენებაც ეფექტური იქნება.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

EMIS-ის მომსახურებები ფასიანი ხდება – მინისტრის ბრძანება ძალაშია

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება