სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„წელს არ იყო რთული გამოცდები, სამოქალაქო განათლება მით უმეტეს“ - აბიტურიენტების შეფასებები
19-07-2019
-
+


დღეს აბიტურიენტებმა გამოცდა სამოქალაქო განათლებაში წერეს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე 94%-ზე მეტი გამოცხადდა.

როგორც გამოცდიდან გამოსულმა აპლიკანტების ნაწილმა etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადეს, მათთვის გამოცდა რთული არ ყოფილა:

„სირთულის მხრივ უფრო რთული მეგონა, რომ იქნებოდა. წლიური ჯაფა და მასალა უფრო მეტი იყო, პროგრამულადაც მეტი ვისწავლეთ. ზოგადად, სამოქალაქოს გამოცდაზე სამსჯელო არაფერი არ გაქვს ისე გიწევს წერა. თითქოს, მარტივია, მაგრამ არ არის ეგრე. სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობაზე რომ იყოს დასაწერი, უკეთესი იქნებოდა. ერთ-ერთი საკითხი ეხებოდა სწავლას, ამ მხრივ იყო პრობლემები და რამ უნდა დააინტერესოს ჩვენ უნდა აგვეხსნა. საერთო ჯამში, უფრო მეტი შემიძლია“, - გვითხრა აბიტურიენტმა.

„მარტივი იყო. მოცემული იყო ილუსტრაცია, კარიკატურა და ამის მიხედვით კითხვებზე პასუხი უნდა დაგვეწერა. ადამიანი იყო ციხეში, სიტყვის თავისუფლება ჰქონდა შეზღუდული და ამასთან დაკავშირებით უნდა დაგვეწერა რა გზები უნდა მოგვეძებნა, რომ გადაგვეწყვიტა პრობლემა. ნასწავლი მასალაც გამოგვადგა. კმაყოფილი ვარ, საერთო ჯამში, არ იყო რთული“, - განაცხადა თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა.

„არ ვარ საკუთარი თავით კმაყოფილი, არ ვმეცადინეობდი, მაგრამ დავწერე შეძლებისდაგვარად. სამწუხაროდ, საკითხები არ მახსენდება“, - გვითხრა აბიტურიენტმა.

„წინა წლებთან შედარებით, ვერ ვიტყვი, რომ რთული იყო. იმავე დონის იყო, რაც სამოქალაქო განათლების წიგნებში ისწავლება. ისეთი არაფერი იყო, რაც არ გვისწავლია. ძირითადად სახელმწიფო კანონმდებლობაზე და კონსტიტუციაზე იყო. ანალიზებში დემოკრატიასთან დაკავშირებით იყო. არ იყო ისეთი საკითხი, რაც გამიჭირდა“, - განაცხადა თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა.

„ბოლო ერთი თვე მოვემზადე მხოლოდ. ყველაფერი ისეთი საკითხი იყო, რაც წინა წლებში გაგვივლია. თუ რაღაც წარმოდგენა გაქვს ამ საგანთან დაკავშირებით, მარტივია. ერთ-ერთი საკითხი იყო ქვეყნის გარეთ გადაადგილებული პირი ლტოლვილია თუ დევნილიო და მსგავსი მარტივი საკითხები. სხვა საკითხები არ მახსოვს“, - განაცხადა აბიტურიენტმა.

„წელს არ იყო რთული გამოცდები, სამოქალაქო განათლება მით უმეტეს. ადამიანს თუ ოდესმე რამე კანონი გაგიგია და სამოქალაქო თვითშეგნება გაქვს, თავისუფლად ჩააბარებ ამ გამოცდას. ჩემო აზრით, სამოქალაქოსთვის მთელი წელი არ უნდა მოემზადო. მე ბოლო ორი-სამი თვე მოვემზადე, თნ ამ საგანს კარგად ვსწავლობდი სკოლაში. ჩემი თავით კმაყოფილი ვარ“, -გვითხრა აპლიკანტმა.

წელს სამოქალაქო განათლებაზე  2000-ზე მეტი ადგილია გამოცხადებული და 3000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

რამდენიმეკვირიანი სამუშაოების შესრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება 2026-2027 სასწავლო წლის დასრულება იმავე შენობაში

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება