სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მიხეილ გიორგაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას ტოვებს
05-07-2019
-
+


მიხეილ გიორგაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

მიხეილ გიორგაძის თქმით, ის კერძო სექტორში ბრუნდება.

„მსურს ჩემთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ გაცნობოთ. იცით, რომ 5 წლის წინ დავიკავე კულტურის მინისტრის თანამდებობა და ამ ხნის განმავლობაში ჩემი ენერგია, ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანეს სფეროს დავუთმე. შემდეგ შემოგვიერთდა ასევე უმნიშვნელოვანესი - სპორტის სფერო და მეამაყება, რომ ამ მიმართულებითაც ბევრ და დიდ წარმატებას მივაღწიეთ!

დღეს კი მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა და კერძო სექტორში დავბრუნდე. ვფიქრობ, 5 წელი ამხელა პასუხისმგებლობის თანამდებობაზე არის სრულიად საკმარისი, რომ მაქსიმალური რესურსი ჩადო შენს საქმეში და დადო ის შედეგი, რომლის მიღწევაც შევძელით.

ასევე, დროა ადგილი ახალ ადამიანებს, ახალ ენერგიას დავუთმო. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს, ჩვენს გუნდს, ჩემს კოლეგებს, თითოეულ იმ პროფესიონალს, ვისთან ერთადაც ამ წლების განმავლობაში ვმუშაობდი! სადაც არ უნდა ვიყო, მე ყოველთვის დავრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად, რადგან მიმაჩნია, რომ ის გეზი, რომელიც ავირჩიეთ არის სწორი და, სირთულეების მიუხედავად, მიღწევადი. კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა! გისურვებთ წარმატებებს!“ - ნათქვამია მიხეილ გიორგაძის განცხადებაში.

როგორც განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მიხეილ გიორგაძის გადადგომასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს კერძო სექტორში.

,,მიშა გიორგაძემ დატოვა პირველი მოადგილის პოსტი და პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას, ის რჩება ჩვენი გუნდის წევრად და დარწმუნებული ვარ, ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს კერძო სექტორში, წარმატებებს ვუსურვებ მას! რაც შეეხება კულტურის მიმართულებას, - მე ვფიქრობ, რომ საჭიროა რეფორმები, ახალი საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტები, დაინტერესებული მხარეების მეტი ჩართულობა, პრობლემების პროაქტიული გადაწყვეტა. ეს ყველაფერი მოითხოვს ახლებურ მიდგომებს და ჩვენ ამას გავაკეთებთ“, -  აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

მიხეილ გიორგაძე აღნიშნულ თანამდებობაზე 2018 წელს დაინიშნა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 6 ივლისს იწყება - ეტაპები და სხვა დეტალები ცნობილია

პრემიერის განმარტება ჩინეთში შეკერილ სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - „ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტი“... 

მასწავლებლებისა და დირექტორების საყურადღებოდ - ანონიმური კითხვარები 10 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსოთ

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის ფონდის ინიციატივით წელს მეცხრედ ჩატარდება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

დამრიგებელმა ბავშვებს პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა და ბავშვები დიპლომებითა და მედლებით დააჯილდოვა

მოსწავლეებმა 5 კვირის განმავლობაში შეისწავლეს სვანური კოშკების ისტორია და არქიტექტურა

გამარჯვებული კლასის მოსწავლეები დიპლომებით დაჯილდოვდნენ

 

 

სასწავლო წლის მიწურულს თეატრალურმა კლუბმა ნოდარ დუმბაძის უკვდავი სამყარო გააცოცხლა

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება