სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შატილის საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩაიშალა - რა განმარტებას აკეთებს რესურსცენტრის ხელმძღვანელი
19-06-2019
-
+


შატილის საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს არჩევნები არ შედგა. როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ოსეფაშვილმა etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა, შატილის საჯარო სკოლაში არჩევნები ამომრჩეველთა გამოუცხადებლობის გამო ჩაიშალა, რის გამოც საბჭოს ფუნქციებს დირექტორი შეითავსებს.

„შატილი, თითქმის, 6 თვე მოწყვეტილია გარესამყაროს. ამასთან, ძალიან მცირე კონტიგენტიანი სკოლაა, სულ 8 მოსწავლე სწავლობს. მასწავლებლებიც ძირითადად პროექტის ფარგლებში არიან ჩამოსულები და არჩევანიც არ იყო დიდი. რა თქმა უნდა, მშობლები გაფრთხილებულები იყვნენ ინდივიდუალურად, როგორც სკოლის დირექციის, ისე დამრიგებლების მხრიდან, თუმცა სამწუხაროდ, არჩევნებზე მაინც არ გამოცხადებულან. ვინაიდან სამეურვეო საბჭოს ძველ წევრებს უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ და აღარ შეუძლიათ საბჭოს წევრობა, ასეთ ვითარებაში დირექტორს დაეკისრება სამეურვეო საბჭოს ფუნქციების შეთავსება“, - განაცხადა ოსეფაშვილმა.

სამეურვეო საბჭოს არჩევნები 2084-დან 2071 საჯარო სკოლაში ჩატარდა. კანდიდატების არ არსებობის გამო არჩევნები არ გამართულა მცირე კ​ონტიგენტიან და იმ ორ საჯარო სკოლაში, რომელიც საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს. კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო კი 55 საჯარო სკოლაში მეორე ტური დაინიშნა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით, სკოლაში, სადაც არჩევნების მეორე ტური დაინიშნა, თარიღს შვიდი კალენდარული დღის ვადაში სკოლის საარჩევნო კომისია თავად დაადგენს.

„ამომრჩეველთა გამოუცხადებლობის გამო არჩევნები არ შედგა მხოლოდ ერთ სკოლაში; კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების დაგროვების გამო კი 55 საჯარო სკოლაში არჩევნების მეორე ტური დაინიშნა“, - აღნიშნავენ სამინისტროში.

საჯარო სკოლებში თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს - სამეურვეო საბჭოს არჩევნები მიმდინარე წლის 17 ივნისს გაიმართა. სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში შემავალ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს, რომლის წევრებს მშობლები და პედაგოგები ირჩევენ. სამეურვეო საბჭო ირჩევს როგორც სკოლის დირექტორს, ამტკიცებს ასევე სკოლის ბიუჯეტსა და შინაგანაწესს, ამასთანავე, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას. საჯარო სკოლებში სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნები ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იმართება.

იხილეთ ასევე: საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები დასრულდა - დირექტორებისა და განათლების მინისტრის შეფასება


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

საგაკვეთილო განრიგთან დაკავშირებით emis ინფორმაციას ავრცელებს

 

საშინაო, შემაჯამებელი და საკლასო დავალებები ისევ სავალდებულოა - რა შეიცვალა ესგ-ს მიხედვით

დამატებითი რანჟირება აბიტურიენტებისთვის - განცხადების წარდგენის ვადას და ფორმას ადგენს NAEC-იის დირექტორი აქვეყნებს

 

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
„გისურვებთ, ეს წელი ყველასთვის ყოფილიყოს შემოქმედებითი შთაგონების, შინაგანი მშვიდობისა და პროფესიული სიხარულის მომტანი“
 

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება